მიუხედავად ბევრი ინსინუაციებისა, დონალდ ტრამპი უკვე აშშ-ს 45-ე პრეზიდენტია. მან მოახდიან ერთგვარი პოლიტიკური შოკი, როდესაც კაპიტოლიუმზე შეკრებილი ამერიკულ ისტაბლიშმენტს “გადაასხა ცივი შხაპი” და ჭეშმარიტად რევოლუციური, მოკლე, მაგრამ შთამბეჭდავი სიტყვა წარმოთქვა, აცხადებს ექსპერტი, პროფესორი ვახტანგ მაისაია და ამერიკას ახალი პრეზიდენტის არცევას ულოცავს.

ვახტანგ მაისაია:

 _ “ამერიკელო ხალხო, მე თქვენ გიბრუნებთ ხელისუფლებას”, განაცხადა მან და პირველ რიგში ჰიპერ-ნაციონალისტური მესიჯები წარმოთქვა. მან პირველად, “ცივი ომის” შემდეგ, საერთოდ არ ისაუბრა  საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე და ყურადღება გამაახვილა მხოლოდ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ- ეკონომიკურ საკითხებზე და ულტრა-პროტექციონისტური კონცეფტით გამოვიდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ტრამპი თავის საგარეო-პოლიტიკურ კურსს ააგებს ნეო-იზოლაციონალიზმის პრინციპებზე და გლობალური უსაფრთხოების საკითხებში აშშ ნაკლებად მოახდენს ჩარევას. სულ მცირე, ისეთი აქტიური არ იქნება, როგორც ეს იყო ობამა-ბუშის პერიოდში. ნაწილობრივ მისი გამოსვლა წააგავდა ბილ კლინტონის მიმართვას, რომელიც მან გააკეთა 1993 წელს, როცა იგი აირჩიეს აშშ-ს 42-ე პრეზიდენტად, ანუ ასევე იზოლაციონალისტური საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტები წარმოაჩინა. ისევე როგორც კლინტონი, ტრამპიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ზუსტად განსაზღვრავს ოთხ ძირითად კლასიფიკაციაში:
– სასიცოცხლო ეროვნული ინტერესები.
– მნიშვნელოვანი ეროვნული ინტერესები.
– მთავარი ეროვნული ინტერესები.
– პერიფერიული ეროვნული ინტერესები.
როგორ დაალაგებს ტრამპის ახალი ადმინისტრაცია ამ ყველაფერს გრადაციის მიხედვით, ეს იქნება მნიშვნელოვანი, მაგრამ ამას რომ გააკეთებს ტრამპი, მე ამაში ეჭვი არ მეპარება.

  ტრამპის რევოლუციური მიმართვა ამერიკელ ხალხს, რომ აშშ იქნება დიდი, ძლიერი და სოციალურად თანასწორი, ასევე რელიგიური პათოსის დაფიქსირება იქნება მისი მთავარი ლეიტმოტივი სულ მცირე 4 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ტრამპი ორიენტირებული იქნება შიდა პრობლემების მოგვარებაზე და 2 წლის განმავლობაში ვერ მოიცლის გეოპოლიტიკური პროცესებში ჩართულობისათვის. ვნახოთ, როგორ წარიმართება აღნიშნული პროცესი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი