Home ახალი დამატებული არ გეყოთ ქალების სისხლი? – როგორ მენანები, ჩემო ლამაზუნა

არ გეყოთ ქალების სისხლი? – როგორ მენანები, ჩემო ლამაზუნა

20 second read
0
29

სოლიდარობის სახლი:

კიდევ რამდენი ქალი უნდა მოკლან? კიდევ რამდენი ბავშვი დარჩეს ობლად? კიდევ რამდენი ადამიანი დაითრგუნოს უბედურებისგდან? არ გეყოთ ქალების სისხლი?… სად არის კანონი და სამართალი?

ანა, შენც იმ ძალადობის მსხვერპლი ხარ, ასობით ქალი რომ შეიწირა. რატომ? რატომ? რატომ?……. ვის აქვს პასუხი შენს სიცოცხლესა და სიკვდილზე? ჩემო ცქრიალა, სიყვარულსა და ერთგულებას შეწირულო, გამეგლიჯა გულიიიი… უკანასკნელ ლუკმას უყოფდი ადამიანებსა და ცხოველებს, ჩემო კეთილო, ანგელოზო. თითქოს გრძნობდი სიკვდილიდ მოახლოებას და დაბადებიდან დღემდე შენი ცხოვრების ტკივილი გაგვიზიარე. რა დიდებული მიზნები გქონდა, რა ბედნიერი იყავი, რომ შენი საყვარელი საქმე იპოვე და შენი მოწოდებით, ქველმოქედებით აპირებდი უამრავი ადამიანისა და ცხოველის გაბედნიერებას. შენ თავს არ მოიკლავდი!… ეს სიცრუეა! და ეს მალე დადასტურდება. გუშინ გელოდით, გელოდით, გელოდით… თურმე, შენ, ამქვეყნიური ანგელოზი, წასულხარ ანგელოზებთან
გვიყვარხარ ყველას, მთელი გულით გვიყვარხარ!!! როგორ მენანები, ჩემო ლამაზუნა, ჩემო საამაყო მოგვარევ, ჩემო სისხლო და ხორცო…

სოლიდარობის სახლი გარდაცვლილი ქალბატონის ფოტოებსაც ავრცელებს:

.

.

როგორც ცნობილი გახდა, ფონდ „ერთიანობის“ ვიცე-პრეზიდენტი ანა ლომაშვილი გაურკვეველ  მდგომარეობაში გარდაცვლილი იპოვეს. მას სხეულზე ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. როგორც ამბობენ, სავარაუდოდ, ის არის ძალადობის მსხვერპლი და არა თვითმკვლელი, ამიტომ ითხოვენ სწრაფ გამოძიებას და დამნაშავის დაპატიმრებას.

ანა (ანკა) ლომაშვილს 4 წლის შვილი, ბაჩო დარჩა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *