უფლებადამცველმა და საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარემ, გიორგი თევზაძემ გაავრცელა განცხადება, რომელშიც, საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი გამოთქვას აღშფოთებას საზოგადოებრივ ტელევიზიაში განვითარებული მოვლენების გამო. უფლებადამცველი აცხადებს, რომ თავისუფალი მედია და ჟურნალისტის უფლებების დაცვა დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტია, რომლის მხარდასაჭერად უნდა გაერთიანდნენ სამოქალაქო საზოგადოება და სხვადასხვა სოციალური ჯგუფები.

„იმედია, თავად ხელისუფლებასაც ესმის, რომ თუ გსურს ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრება, ამისათვის აუცილებელია მედიის, სიტყვის თავისუფლების ხელშეწყობა და თითეული ჟურნალისტის უფლებების დაცვა. საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი საზოგადოებრივი ტელევიზიის ჟურნალისტებს უცხადებს თანადგომას და მათ სთავაზობს უფასო იურიდიულ მომსახურეობას. მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომრებზე: 593 949843 (გიორგი თევზაძე) 599291768 (ელგუჯა ჩხაიძე – გამგეობის წევრი). პროფესიონალი ადვოკატები მათ გაუწევენ იურიდიულ დახმარებას“, _ აღნიშნულია უფლებადამცველისა და საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარის, გიორგი თევზაძის განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი