,,გუშინ დილით დამირეკა გლდანის მე-8 ციხის საკნიდან და ამ აუდიომიმართვის გავავრცელელება მთხოვა…
უვადო პატიმრობამისჯილი თეიმურაზ (ბაჩო) შარაშენიძის სასიკვდილო შიმშილობის 29 -ე დღე დაიწყო. (!!!)
უკვე დაუძლურებულია და ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაიღუპოს!
ვისაც აინტერესებს, რატომ დაიჭირეს ბაჩო შარაშენიძე, ლინკზე გადავიდეს და წაიკითხოს: https://www.facebook.com/…/a.16495024219…/2221308504759364/…
– თან, გააზიარეთ, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეიტყოს და ვინძლო – გადარჩენა შევძლოთ!

საზოგადოებას ბაჩო შარაშენიძის სასიკვდილო შიმშილობის შესახებ პირველად შიმშილობის 22-ე დღეს ვამცნე და მას მერე ფეისბუქის ჩემს გვერდზე მისი სიცოცხლის მთვლელი ჩავრთე, რაც უამრავმა ადამიანმა ნახა და გააზიარა: https://www.facebook.com/photo.php?fbid=1973837439366165&set=a.429302943819630&type=3&theater

ეს კი, ბაჩო შარაშენიძის შესახებ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმია, სადაც მისი უდანაშაულობა იკვეთება. ნახეთ: https://www.youtube.com/watch?v=nPFv7u7QIzY

ტელეკომპანია “ქართულ არხზე” უყურეთ ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის საავტორო გადაცემა “კვირის მიმოხილვას,” რომელიც ბაჩო შარაშენიძის საქმეს და მის შიმშილობას ეხება:
https://www.facebook.com/zazdavitaia/videos/1977587778991131/

ნახეთ რადიო “საქართველოს ხმის” გადაცემა “უფლებადამცველის საათი, რომელშიც მე და გელა ნიკოლაიშვილი ვსაუბრობთ ბაჩო შარაშენიძის საქმეზე და მისი შიმშილობის შემაშფოთებელ შედეგებზე: https://www.facebook.com/radio107.9/videos

ძვირფასო საზოგადოებავ! გააზიარეთ ეს პოსტი და მოუწოდეთ ხელისუფლებას, ბაჩო შარაშენიძის საქმე სასამართლოს გადასცეს, რითაც სიკვდილისგან მის გადარჩენას და სამართლიანობის აღდგენას მივაღწევთ!” _ გვითხრა უფლებადამცველმა და ჟურნალისტმა ზაზა დავითაიამ.

შემდგომ კი მან გამოაქვეყნა ბაჩო შარაშენიძის აუდიო ჩანაწერი, სადაც ის ამბობს, რომ თუ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, სასიკვდილო შიმშილობას დაიწყებს.

გთავაზობთ აუდიო ჩანაწერს.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი