ზაურ ნაჭყებია- ჟურნალისტი, პუბლიცისტი:

_ „არჩევნების შემდეგ შევხვდი ივანიშვილს და მითხრა, რომ მმართველ გუნდთან ვალში არა ვარ და შემიძლია დამოუკიდებელი ვიყო“-განაცხადა ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა .

ძალიანაც კარგი-ამას ივანიშვილის დასტურის გარეშეც უნდა აცნობიერებდეს ქალბატონი სალომე, რადგან, მეორე ტურში არა იმდენად „ოცნების“ მხარდაჭერით, რამდენადაც ხალხის კატეგორიული პოზიციით გაიმარჯვა-მისი პრეზიდენტობა „ნაციონალების“ წინააღმდეგ მოღერებულმა მახვილმა გადაწყვიტა.ამდენად, ახლადარჩეული პრეზიდენტი ვალში სწორედ იმ ამომრჩევლების წინაშეა.

სამწუხაროდ, ინაუგურაციამდეც გამოჩნდა, რომ ქალბატონი სალომე არ იქნება დამოუკიდებელი პრეზიდენტი და არც ხალხის ნების აღმსრულებელი.ამის მაგალითად უკვე ორი გაუმართლებელი შეცდომაც გამოდგება.:

ის უარს ამბობს ავლაბრის რეზიდენციაში გადასვლაზე, რადგან, ასე უნდა ბიძინა ივანიშვილს!

მეორე და , ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული:იგი თანახმაა ინაუგურაცია ჩატარდეს თუნდაც თელავში, რადგან, ხელისუფლება ვერ უქმნის გარანტიას, რომ ეს რიტუალი ექსცესების გარეშე ჩაივლის თბილისში.

როგორც იტყვიან, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს!

თუმცა, აქ მთავარი სალომე ზურაბიშვილის უპრინციპობა კი არ არის, არამედ, პრეზიდენტის ინსტიტუტის საბოლოო „გაფარჩაკებაა“(ბოდიში ჟარგონისთვის), რასაც ახლადარჩეული პრეზიდენტიც თავადვე აწერს ხელს!

სხვათაშორის, პრეზიდენტის ინსტიტუტის „გაფარჩაკების„ კიდევ ერთი ცდააა, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის გაუქმებაც, რომელსაც აშკარად სოციალური დატვირთვა ჰქონდა.

არ ვიცი , რამდენად სჭირდება ქვეყანას ასეთი უპრინციპო და სრულიად უუფლებო პრეზიდენტი, მაგრამ, ის ნამდვილად ვიცი, რომ ამ ბინძური თამაშის თანამონაწილენი ჩვენც გაგვხადეს და ჯერჯერობით საზოგადოების რეაქცია ნულის ტოლია!

კითხვაზე:ვის აწყობს პრეზიდენტის ინსტიტუტის სრული „გაფარჩაკება“, პასუხი მარტივია:ნეოლიბერასტებს და მათ უსიტყვო ფინიებს!!!

მარიამ დემეტრაშვილი

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი