“ვიცე-პრემიერ ქუმსიშვილის კანტორაში, გუშინ, მთელი ღამე საგანგებო თათბირები იმართებოდა. ვინც გაქნილი მევახშეა, ყველა იქ ყოფილა – ბიზნესი დაგვენგრევაო, წუხდნენ თურმე თანამედროვე სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილები.

სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, სამევახშეო კომპანია “რიკო-კრედიტს” და რამდენიმე კორუმპირებულ ქუმსიშვილის ხელისბიჭ ბიზნესმენს დაევალა, დააფინანსოს,მოისყიდოს ჟურნალისტები, რათა ააგორონ შავი პიარი ჩემს წინააღმდეგ და ამითი გადაფარონ ვიცე-პრემიერის მიერ ფულის გაპროცენტების სკანდალი. როდესაც ეს ინფორმაცია მომაწოდეს, გამეცინა.

  რა უნდა გამიჩალიჩო ქუმსიშვილო? როგორც სააკაშვილმა გააკეთა, ისევე აგენტს მომიგზავნი და გამალახინებ ვინმე არაკაცს, თუ სხვა, უკეთესს მოიფიქრებ? ის ბიზნესმენი მომიკითხე, გუშინ რომ იწელებოდა შენს კაბინეტში (დაპირებიხარ ფინანსურ ამინისტიაში მოგაყოლებ და დავალიანებას ჩამოგიწერო, დაველოდები მისი გვარი თუ აღმოჩნდება ამინისტირებულთა სიაში)-ამას და იმას ვიზამ, ქურდებს დავარეკინებ და სანდროს გააჩერებენო. ერთი მაინც არ იცით, რომ მევახშის გულისთვის კაი ბიჭი შარში თავს არ გაყოფს. მოკლეთ, პოეზიას მოვრჩეთ და კარგად მისმინე. მაგ ვირთხებთან თათბირს და პროვოკაციების მოფიქრებას ჯობს, მევახშეობის თამასუქები გააუქმო,ონლაინ -სესხები აკრძალო,ბოდიში მოიხადო და სახლში წახვიდე. ამის მერე გინდა ლომბარდი გახსენი და გინდა ხელზე აპროცენტე ფულები!” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე – სანდრო ბრეგაძე. 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი