სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზუგდიდიდან თბილისისკენ მომავალი ჩქაროსნული მატარებლის მგზავრები დახმარებას ითხოვდნენ და მატარებელი ზესტაფონის ტერიტორიაზე, ტყეში იყო გაჩერებული. მატარებელში არსებული მდგომარეობისა და მგზავრების შესახებ, ბეისბუქის საკუთარ გვერდზე გირშელ ბართაია წერდა:

“ჩქაროსნული” მატარებელი, რომელიც ზუგდიდიდან 18:00 საათზე გამოვიდა გაუმართაობის გამო საათობით ჩერდებოდა სხვადასხვაა ადგილას და საბოლოოდ ზესტაფონის შემდეგ დაიჩოქა. ვაგონებში არის ხალხი პატარა ბავშვებით. მემანქანეებმა არ იციან როგორ მოიქცენ. ხალხი აფორიაქებულია. ელმავალის ძრავი წყობილებიდანაა გამოსული. შუქის და გათბობის ყველა საკომუნიკაციო საშუალება გათიშულია. ცივა. ჩემი ოჯახი და ნათესავები ხელისუფლების უნიათობის გამო, გზები რომ არ გაწმინდეს, გაერიდა ავტომობილს და ავტობუსს, ზუგდიდიდან წამოვიდნენ მატარებლით. მატარებელი გზადაგზა ფუჭდება და ხალხი გაწამდა. 18:00 საათიდან წამოსულები ამ დრომდე არ ჩამოსულან თბილისში.”ოცნება” არც ასფალტზე უქნია ღმერთს და არც რელსებზე! ესენი უნდა გავყაროთ! მომავალში კიდე ამათი ამომრჩევლის თავზეც გავიარე!!! რამე იღონეთ, ბავშვებს არაფერი დაემართოთ!!!,”- წერს გირშელ ბართაია.

როგორც საინფორმაციო სააგენტო Topnews-ისთვის გახდა ცნობილი, გაფუჭებული მატარებლიდან მგზავრები მეორე მატარებელში გადასვეს და თბილისში  გაუშვეს.

წყარო:Topnews

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი