Home ახალი დამატებული ამერიკის 16 შტატის გენერალური პროკურორი ტრამპის ბრძანების წინააღმდეგ!

ამერიკის 16 შტატის გენერალური პროკურორი ტრამპის ბრძანების წინააღმდეგ!

22 second read
0
22

ამერიკის 16 შტატის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ ტრამპის ბრძანება არაკონსტიტუციურია. რამდენიმე ფედერალურმა მოსამართლემ კი დროებით შეაჩერა ვიზის მფლობელების დეპორტაცია. ტრამპის ახალი საპრეზიდენტო ბრძანება 7 მუსულმანური ქვეყნის – ირანის, ერაყის, სირიის, იემენის, სუდანის, სომალის და ლიბიის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლას უზღუდავს.

შეერთებულ შტატებში 90 დღის განმავლობაში ვერ  შევლენ აღნიშნული 7 ქვეყნის ის მოქალაქეებიც, რომელთაც ორმაგი მოქალქეობა გააჩნიათ. იმისათვის, რომ მათ აშშ-ში შესვლა შეძლონ, ემიგრანტის ან არაემიგრატნის ვიზა უნდა იყოს გაცემული. შეზღუდვა ასევე ეხება ამერიკის მოკავშირე ქვეყნების ორმაგ მოქალქეებს, თუმცა, კანადის პრემიერ მინისტრის განცხადებით, ეს მისი ქვეყნის ორმაგ მოქალაქეებზე არ იმოქმედებს. აღნიშნული ბრძანება ლტოლვილთა პროგრამას 120 დღით აჩერებს, ხოლო სირიელი ლტოლვილების შესვლას სამუდამოდ კრძალავს.

მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და მასობრივად გამოხატული პროტესტისა, ტრამპის ადმინისტრაცია მტკიცედ იცავს პრეზიდენტის ბრძანებას, რომელიც ემიგრანტების 7 მუსლიმანური ქვეყნიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლას კრძალავს. განცხადებაში პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ ვიზები კიდევ ერთხელ გაცემული იქნება „ყველაზე უსაფრთხო პოლიტიკის” პირობებში.

 

 

წყარო: საქინფორმი

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *