ამ შემთხვევამ ქართული ფილმი – „იმერული ესკიზები“ გამახსენა…

 news.tv-ს ინფორმაციით, გუშინ, გვინ ღამით, აღმაშენებლის გამზირზე ოჯახში გამოიძახეს სამედიცინო ბრიგადა, რომელმაც მოქალაქეს გარდაცვალება დაუდგინა. ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი მოქალაქე ელექტროსაყინულეში გადაასვენეს. უცებ, ოჯახისერთ-ერთმა  წევრმა შეამჩნია, რომ საყინულე დაიორთქლა. სასწრაფოდ ახადეს თავი და შიგ მწოლიარე მიცვალებული გარდაცვლილი არ აღმოჩნდა. ადგილზე კიდევ ერთი სასწრაფოს ბრიგადა გამოიძახეს, რომელმაც აღნიშნული პიროვნება ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანა. მას  გადაუდებელი სამედიცინო დახმარება მთელი ღამის განმავლობაში უტარდებოდა, მაგრამ ვეღარ გადაარჩინეს.

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი