ადვოკატი ქეთი უტიაშვილი ქუაში ძალადობის ფაქტს შეესწრო. მაშინვე დარეკა 112-ში და გამოიძახა პატრული. რა მოხდა ამის შემდეგ, მისი ფეისბუქპოსტიდან შეიტყობთ.
ქეთი უტიაშვილი:
 _ არ მუშაობს შემაკავებელი ორდერი, არ მუშაობს შსს სათანადოდ ქალთა ძალადობის მიმართ! შესაცვლელია მიდგომები , ნუთუ ძალიან ძნელია ამის მიხვედრა?! საკმარისია, ამდენი გარდაცვლილი ქალი და ობოლი ბავშვი! 
P.s. რამდენიმე ხნის წინ ქუჩაში შესაძლო ქალზე ძალადობის ფაქტი შევნიშნე, დავრეკე პატრულში (აღმოჩნდა, როგორც 112 ამიხსნა ჩემამდე უცხოელს დაურეკავს , რომელმაც დაინახა, როგორ ცემდა ქალს მამაკაცი) პატრული რამდენიმე წუთში მოვიდა. მართალია, მოძალადე ცდილობდა მსხვერპლის ძალით წაყვანას, მაგრამ შევძელით პატრულის მოსვლამდე შეჩერება… შედეგი იყო შემდეგი:
 1) პატრულმა გაატანა მოძალადეს მსხვერპლი( ისე, რომ თითქოს არც დაუნახავს არც ქალი არც კაცი).
2) ფოტოები, სადაც აღბეჭდილი იყო მოძალადე მსხვერპლთან ერთად არ გამომართვეს…
3) მე მომიწია შემთხვევის ადგილზე შემდეგ კითხვებზე პასუხი ნაცვლად იმისა, რომ მოძალადე და მსხვერპლი მოეძებნათ, მრისხანე პოლიციელის შემდეგ კითხვებზე პასუხი: რატომ გამოვიძახე პატრული? ვნახე, რომ სცემდა თუ არ ვნახე საიდან დავასკვენი? მერე რა, რომ ქალი დაბლა ეგდო და ორი მამაკაცი თავზე ადგა და არც კი ცდილობდნენ წამოაყენებას! მერე რა რომ ტიროდა?! იქნებ დედას ეჩხუბა და ხიდზე ტირის?! დილის 4 სთ დავბრუნდი დაკითხვიდან…. ვეცადე, მაგრამ ვერ შევძელი მსხვერპლის დახმარება, პოლიციის უმაქნისობის და მოძალადის ცნობადი მეგობრების გამო…. ამ დროს , ჩემ 5 წლის ბავშვს ბებიასთან ერთად მანქანაში ეძინა… საბოლოოდ, ვერც მოძალადე და ვერც მსხვერპლი ,,ვერ” იპოვეს! დამრჩა შთაბეჭდილება, სურათი, რომ არ მქონოდა მოძალადის, მოგეჩვენაო მეტყოდნენ! მე რომ ადამიანი ერთი წუთითაც კი მაფიქრებინებს, ნეტავ რატომ დავრეკე თქო, წარმომიდგენია, რას განიცდის მსხვერპლი, როდესაც ცდილობს დაამტკიცოს, რომ ის მსხვერპლია და დაცვა სჭირდება!!!! ასე , რომ ამ ყველაფრის შედეგია ეს უბედურება….

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი