ეს ფსიქოლოგიური ხერხები ცხოვრებას გაგიმარტივებთ და სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

1. როცა რამდენიმე ადამიანი ჯგუფურად იცინის, თითოეული ინსტიქტურად უყურებს მას, ვინც მოსწონს ან ადამიანს, რომელიც სურს მისთვის ახლობელი გახდეს.

2. თუ ნერვიულობთ და საპასუხისმგებლო საქმე გაკისრიათ, დაღეჭეთ საღეჭი რეზინი. ასე დამშვიდებას შეძლებთ, რადგან ქვეცნობიერში საკვების მიღება უსაფრთხოებასთან ასოცირდება.

3. როცა ვინმე გიყვირით, სიმშვიდე შეინარჩუნეთ. ამით შესაძლოა მოსაუბრის გაღიზიანება გამოიწვიოთ, მაგრამ მოგვიანებით საკუთარ საქციელს ინანებს.

4. თუ მოსაუბრის პასუხი არ გაკმაყოფილებთ ან თუ ფიქრობთ, რომ არასრულად გიპასუხათ, უბრალოდ დაკვირვებით ჩახედეთ მოსაუბრეს თვალებში და იძულებული გახდება საუბარი განაგრძოს.

5. როგორც ჩანს მიმიკებზე მხოლოდ ემოციები არ მოქმედებს, პირიქითაც ხდება. თუ გსურთ თავი ბედნიერად იგრძნოთ, რაც შეიძლება ფართოდ გაიღიმეთ, მაშინ თქვენი ღიმილი გულწრფელი ჩანს.

6. ეცადეთ წინადადება არასდროს დაიწყოთ შემდეგი სიტყვებით: “მე ვფიქრობ”, ” მე მგონია” – ეს ხანდახან თქვენი თავდაჯერებულობის ნაკლებობაზე უფრო მიანიშნებს.

7. მნიშვნელოვანი გასაუბრების დროს წარმოიდგინეთ, რომ ინტერვიუერი თქვენი ახლო მეგობარია. ასე თავისუფლად იქნებით და ნერვიულობაც მოგეხსნებათ.

8. თუ ვინმესთან შეხვედრისას ცოტა უფრო მეტი გრძნობის გამოხატვას ისწავლით, მაშინ დროთა განმავლობაში ამ ადამიანის დანახვა გულწრფელად გაგახარებთ.

9. ადამიანები
ნაკლებად დაგითმობენ, თუ მანამდე რაიმე უფრო მნიშვნელოვანზე გითხრეს უარი.

10. უმრავლეს შემთხვევაში სტრესის ფიზიოლოგიური გამოხატვა სასიხარულო შფოთვას ჰგავს: ღრმად სუნთქვა, გახშირებული გულისცემა და ა.შ. თუ მოახერხებთ, სტრესი აღიქვათ როგორც გამოწვევა, მაშინ მისი ნეგატიური ეფექტი შემცირდება.

11. ხშირად, უბრალო თავდაჯერებულებას, ადამიანები არ ანსხვავებენ იმისგან, რაშიც ნამდვილად ერკვევით. თუ ყველას აჩვენებთ, რომ დარწმუნებული ხართ იმაში, რასაც აკეთებთ, ხალხი აუცილებლად მოგისმენთ.

12. თუ ადამიანებთან ბევრი მუშაობა გიწევთ, თქვენს უკან სარკე დადეთ. მომხმარებელი ან მსმენელი თავაზიანად მოიქცევა, რადგან არავის სურს საკუთარი თავი გაბრაზებული და გაღიზიანებული ნახოს.

13. თუ შეკრებაზე ვინმესგან კრიტიკას ელით, ეცადეთ, ამ ადამიანთან ახლოს დაჯდეთ. ამით დაშოშმინდება და სიბრაზე გაუნელდება.

14. პირველი პაემანი უმჯობესია ისეთ ადგილზე გქონდეთ, სადაც მეტ დადებით ემოციას მიიღებთ და მომავალში სასიამოვნო შთაბეჭდილება თვენთან იქნება ასოცირებული.

15. გაცნობისას ეცადეთ მოსაუბრის თვალის ფერს დააკვირდეთ. ამით საპასუხო სიმპათიას დაიმსახურებთ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი