წინა ისტორია:
 ომბუდსმენის ინსტიტუტი საქართველოში პირველად 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის საფუძველზე შემოიღეს, რომლის უფლებამოსილება და საქმიანობის ფორმა მოგვიანებით „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ მიღებული ორგანული კანონით განისაზღვრა. ორგანულ კანონში, ”თეთრზე – შავით” განსაზღვრულია: თავი 2. ” საქართველოს სახალხო დამცველის არჩევა და მისი უფლებამოსილების შეწყვეტა”. მუხლი:N 10 ” 1. საქართველოს სახალხო დამცველს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ: გ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი”;
  ცხადია, საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, რომ არ იხელმძღვანელებს ამ კანონის შესაბამისად, რომ არ დააყენებს პარლამენტში უჩა ნანუაშვილის -”იმბიჩმენტის” საკითხს და თავის ერთ-ერთ დასაყრდენსა და მეგობარს, ”სახალხო დამცველს”( როგორც ჩემი წყარო იტყობინება-ი.კ.) პრობლემას არ შეუქმნის და არ გაითვალისწინებს : თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელშიც წერია:
„სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი უჩა ნანუაშვილის ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველს დაევალა მოსარჩელის სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. აღნიშნულ დავაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. სასამართლო მიიჩნევს, რომ უჩა ნანუაშვილი მიზანმიმართულად ეწევა სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას. ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია უშუალოდ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან, პირადი დაინტერესების მოტივით გაკეთებული განცხადებები ემსახურება სასამართლოს საქმიანი რეპუტაციის შელახვას. სახალხო დამცველის განაწყენებული პოზიცია გამოწვეულია მისი სუბიექტური დამოკიდებულებით საქმის შედეგის მიმართ. სასამართლო შეახსენებს უჩა ნანუაშვილს, რომ მისი, როგორც სასამართლო დავაში მონაწილე მხარის საჯარო გამოსვლა და ამ ფორმით სასამართლოს გადაწყვეტილების კრიტიკა განსაკუთრებით მიუღებელია საქართველოს სახალხო დამცველის სტატუსის გათვალისწინებით”…..
 ”ჰეი საქართველოს პარლამენტარებო, გძინავთ!?.. თუ, ისე ხართ მოუცლელები და დაკავებულები, რომ სასამართლო ხელისუფლების მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას და გავრცელებულ განცხადებას, არ თვლით განხილვისა და განსჯის საგნად!? ნუ მოუყრუებთ, ნუ შეუწყობთ ხელს და „სახალხო დამცველი სახალხო დამსჯელის” რანგში ავიყვანოთ საზოგადოებამ?!
http://www.ipress.ge/new/60560-ucha-nanuashvili-mizanmimartulad-etseva-sasamartlo-sistemis-diskreditacias
იამზე კიკნაძე

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

loading...

LEAVE A REPLY