კანე კორსო სახელად ლოთი ძალიან ნერვიულობს თავშესაფარში. დიდი დაკვირვება არ სჭირდება იმის დანახვას, როგორ ტირის და ცდილობს თავშესაფარიდან გაქცევას. კომენტარიც ზედმეტია მის სევდიან თვალებს რომ დაინახავთ. თუ ადამიანს გული აქვს, აუცილებლად შენიშნავს და იგრძნობს მის სევდას, გასაჭირს, უიმედობას…

და ბოლოს, ლოთის პატრონსაც არანაკლებ სევდიანი ისტორია აქვს. ბანკმა ბინა გაუყიდა, უბინაოდ დარჩენილი პატრონი იძულებული გახდა, ეს გადაწყვეტილება მიეღო…

ლოთის ეს არ ესმის. მან ერთი იცის, რომ პატრონი ენატრება და მასთან შესახვედრად ვოლიერიდან გაქცევას ცდილობს.

https://youtu.be/sYWa3lDKQqA

წყარო: თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარი

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი