“მეტი მტკიცება რა გვინდა. არჩევნების გაყალბებისათვის, ქრთამი-საფასური ოფიციალურად გადახდილია და თანაც ისევ ხალხის ჯიბიდან. ივანიშვილს, საკუთარი მილიარდებიდან მაინც ეკისრა სამაღარიჩო მისი კრიმინალი თანამზრახველებისათვის,” _ აცხადებს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი.

როგორც ცნობილი გახდა, 2016 წელს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლებმა ანაზღაურების სახით 14 941 628 ლარი მიიღეს. აქედან 9 475 693 ლარი თანამდებობრივი სარგოა, 2 080 874 ლარი – პრემია, დანამატი კი – 3 385 060 ლარი.

ამ თანხიდან ნახევარ მილიონზე მეტი ცესკოს თანამდებობის პირებზე – თავმჯდომარეზე, თამარ ჟვანიაზე, მის მოადგილზე – გიორგი შარაბიძეზე და ცესკოს მდივანზე გიორგი ჯავახიშვილზე მოდის. მათგან ყველაზე მეტი შემოსავალი 197 308 ლარი ცესკოს თავმჯდომარემ მიიღო, შედარებით ნაკლები – 168 608 ლარი – მისმა მოადგილემ, თითქმის იგივე თანხა – 165 021 ლარი კი ცესკოს მდივანმა. სამივე მათგანის შემთხვევაში თანამდებობრივ სარგოდ მიღებული შემოსავალი ჯამში თითქმის პრემიისა და დანამატის ტოლია.

2016 წლის მონაცემებით, ცესკოს შტატში 90 თანამშრომელია, რომლებმაც ჯამში 6 264 680 ლარი მიიღეს, ამ შემთხვევაშიც თითქმის ნახევარი პრემია და დანამატია. ცესკოს შტატგარეშე და ოლქის თანამშრომლებმა სახელფასო სარგოს, დანამატისა და პრემიის სახით 8 146 012 ლარი მიიღეს. თუმცა, ამ შემთხვევაში პრემია და დანამატის ჯამი თითქმის 3-ჯერ ჩამორჩება თანამდებობრივი სარგოს სახით გაცემულ თანხას.

ცესკოს თანამშრომლებმა 2012 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 10 იანვრის ჩათვლით 56 737 470 ლარი მიიღეს, საიდანაც 37 542 550 – თანამდებობრივი სარგოა, დარჩენილი – 19 194 920 ლარი კი პრემია და დანამატი იყო.

5 წლის განმავლობაში ცესკოს თავმჯდომარეებმა, ზურაბ ხარატიშვილმა და თამარ ჟვანიამ, ჯამში 780 960 ლარი გამოიმუშავეს. აქედან ნახევარ მილიონზე მეტი – 547 232 ლარი თამარ ჟვანიას შემოსავალია. მათ შორის, 5 500 ლარი 2017 წლის საახალწლო-საშობაო პრემიაა.

ყველაზე ცოტა თანხა ხელფასების, პრემიებისა და დანამატების სახით ცესკომ 2015 წელს – 8 216 457 ლარი გასცა, ყველაზე მეტი, თითქმის ორმაგი კი – 2016 წელს – 14 941 628 ლარი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი