ზურაბ თოდუა, ადვოკატი:

_ რას ნიშნავს ადამიანის უფლება ევროპული კონვენციით „დროებითი ღონისძიება” და რა შედეგია მოსალოდნელი ევროპული სასამართლოსაგან რუსთავი 2-ის განაცხადზე 2017 წლის 8 მარტს?

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2017 წლის 3 მარტის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის განაცხადზე დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ, მართლაც რომ უპრეცედენტოა, რამეთუ, მსგავსი ღონისძიებები ქონებრივ დავებზე ამ სასამართლო პრაქტიკაში არ მოიპოვება.

საქმე შემდეგშია: განმცხადებელმა (რუსთავი 2-მა) ევროპულ სასამართლოს მიმართა კონვენციის 6-ე მუხლის (სამართლიანი სასამართლო უფლების) დარღვევის საფუძვლით. განმცხადებელის მტკიცებით, მას შეეზღუდა თავისუფალი სიტყვა და სახელმწიფომ განახორციელა ჩარევა სიტყვის თავისუფლებაში (შესაძლოა ფორმულირება არ იყოს ზუსტი, მაგრამ მოთხოვნა ასეთი უნდა იყოს).

განმცხადებელმა მოითხოვა, სასამართლო რეგლამენტის 39-ე წესის საფუძველზე უზრუნველყოფის ღონიძიების (ევროკონვენციით – „დროებითი ღონიძიების”) გამოყენება დასახელებული მოთხოვნის ფარგლებში. განაცხადი ერთპიროვნულად განიხილა მორიგე მოსამართლემ და დაადგინა, რომ საქართველოს სახელმწიფომ უნდა შეაჩეროს რუსთავი 2-ის საქმეზე ყოველგვარი აღსრულება 2017 წლის 8 მარტამდე.

ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ 8 მარტამდე უნდა შეიკრიბოს სასამართლო და შეამოწმოს დროებითი ღონისძიების შესაბამისობა. ანუ, უნდა დადგინდეს განმცხადებელი არის თუ არა მსხვერპლი (კონვენციის 34-ე მუხლი. მსხვერპლი ქონებრივი დავის შედეგად?) სახელმწიფომ (საქართველომ) კი, უნდა დაარწმუნოს სასამართლო დროებითი ღონისძიების სამართლებრივი საფუძვლების არარსებობაში.

რუსტავი 2-ის ირგვლის შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ალბათობის მაღალი ხარისხით, გამოვთქვამ პროგნოზს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2017 წლის 8 მარტს, მოთხოვნის უსაფუძვლობის გამო, დაადგენს მსხვერპლის არარსებობას და გააუქმებს მის მიერ მიღებულ დროებით ღონისძიებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი