All for Joomla All for Webmasters

ცხოველთა სამყარო

მთავარი სხვა ცხოველთა სამყარო

ვარკეთილის ხიდებთან ნაპოვნია ხვადი ლაბრადორი

10 ნოემბერს ვარკეთილის ხიდებთან ნაპოვნია ხვადი ლაბრადორი.
პატრონი დაუკავშირდეს შემფარებელს.
ტელ: 591 55 24 99

ივერთუბნის დასახლებაში ნაპოვნია ძუ კოკერ სპანიელი

ივერთუბნის დასახლებაში ნაპოვნია ძუ კოკერ სპანიელი.
პატრონი დაუკავშირდეს შემფარებელს. ტელ: 568 92 15 13

წყარო: თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი

თუ სადმე შეამჩნევთ მიმის, დაუკავშირდით მის პატრონს

ნახალოვკის ტერიტორიიდან დაიკარგა ძუ კოკერ სპანიელის მეტისი , შავი ფერის.
თუ სადმე შეამჩნევთ მიმის, დაუკავშირდით მის პატრონს . ტელეფონი : 591 29 42 39
A female cocker spaniel metis was lost from Nakhalovka. If you see, call the master 591 29 42 39

წყარო: თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი

კარგად დააკვირდით, იქნებ შენიშნოთ…

ვეძისში, გაგარინის მოედანთან დაიკარგა ხვადი კურცჰაარი.
კარგად დააკვირდით, თუ სადმე შეამჩნევთ დაუკავშირდით პატრონს .ტელ: 577 17 17 28

თუ სადმე შეამჩნევთ, დაუკავშირდით პატრონს

თემქაზე დაიკარგა 3 თვის ლეკვი . თუ სადმე შეამჩნევთ დაუკავშირდით პატრონს .
ტელ: 598 70 70 06

წყარო:თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი

,,ამ ბაღში ბავშვები მასწავლებლებისაგან ყოველდღე სწავლობენ სიკეთის კეთებას”

თავშესაფრის ტელეფონზე ზარი შემოვიდა ,171-ე ბაგა-ბაღის დირექტორი ვარო გაგვეცნო. გავიგე საჭმლის ნარჩენები გჭირდებათ მიუსაფარი ცხოველებისთვისო და დიდი სურვილი გვაქვს ამ აქციაში ჩავერთოთ. გაგვიკვირდა, რადგან მანამდე ჩვენ თავად მივმართეთ ბაგა-ბაღების სააგენტოს და კატეგორიული უარი გვითხრეს. ქალბატონმა მარიკა ჯიჯიეშვილმა გვითხრა: რატომ უნდა გადავყარო ჩემს ბაგა-ბაღში დარჩენილი საჭმელი, როცა შეიძლება ბავშვებს პატარაობიდანვე ვასწავლო სიკეთის კეთება, ვასწავლო რომ ძაღლი ადამიანის მეგობარია. გვეამაყება, რომ საქართველოში ცხოვრობს ასეთი საოცარი ქალბატონი. სიკეთის განსახიერება, რომელიც ასე ზრუნავს ჩვენს შვილებზე და შვილიშვილებზე. ალბათ სწორედ ასეთი მასწავლებლის იმედი ჰქონდა აშშ-ს პრეზიდენტს აბრაამ ლინკოლნს მის ცნობილ წერილში “მიმართვა მასწავლებელს”. ამ ბაღში ბავშვები   მასწავლებლებისაგან ყოველდღე სწავლობენ სიკეთის კეთებას. ეს ბავშვები ჩვენი ქვეყნის ბედნიერი მომავლის გარანტია.

წყარო: თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი

ხვადი დრათხარი კუკიაზე იპოვეს

ნაპოვნია კუკიაზე , პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე და შემოყვანილია თავშესაფარში ხვადი დრათხარი, 1 წლამდე .

წყარო: თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი

ექიმები ყველაფერს აკეთებენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად

23 ოქტომბერს უფლისციხიდან ტრამვირებული ძუ ქოფაკი მივიღეთ. ძაღლის უკანა კიდურების შენარჩუნება ვერ შევძელით. უტარდება ოპერაციის შემდგომი მკურნალობის კურსი. თუმცა ძაღლის იმუნიტეტი ძალიან დაეცა, რაც საგანგაშოა. ექიმები ყველაფერს აკეთებენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად.

წყარო: თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი

შეშელიძის ქუჩაზე ეს ნაგაზი ერთი კვირის წინ გამოჩნდა

ერთი კვირაა, რაც ეს ძუ, გერმანული ნაგაზი გამოჩნდა შეშელიძის ქუჩაზე. დღეს გადავიყვანეთ თავშესაფარში. იმედია მალე გამოჩნდება პატრონი და წაიყვანს .

წყარო: თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარი

პატრონს დავეხმაროთ, რომ იპოვოს ერთგული მეგობარი

15 ოქტომბერს ზუგდიდში, გამარჯვების ქ. N 20 -დან დაიკარგა 3 თვის ციმბირული ჰასკის ლეკვი. პატრონი ძალიან განიცდის. დავეხმაროთ რომ იპოვოს ერთგული მეგობარი.
ტელ : 599 16 24 86

სხვადასხვა