All for Joomla All for Webmasters

განათლება

Home საზოგადოება განათლება

„სასკოლო ექსკურსია მხოლოდ სანთლის ანთებით და ბარკლის გაჯიჯგვნით არ უნდა შემოიფარგლებოდეს“

განათლების სამინისტრო საექსკურსიო ობიექტების კატალოგის შექმნაზე მუშაობს, სადაც პირველ ეტაპზე 100 ორგანიზაცია იქნება განთავსებული. კატალოგის მიხედვით, სკოლებს საშუალება ექნებათ, დაუკავშირდნენ სხვადასხვა ორგანიზაციებს და იქ ექსკურსია-გაკვეთილი დაგეგმონ.

„ჩვენი მიზანია ექსკურსია შინაარსით, რომელიც მხოლოდ სანთლის ანთებით და ბარკლის გაჯიჯგვნით არ შემოიფარგლება. ეს გულისხმობს გაკვეთილსაც და გართობასაც. ჩვენ ვმუშაობთ ექსკურსიების პროგრამაზე. თვისუფალი გაკვეთილების ინიცატივის ნაწილი გახდება ექსკურსები,  იქნება ეს მუზეუმში თუ სხვა ორგანიზაციებში. ვაპირებთ, რომ ხელი შევუწყოთ პედაგოგებს და გადავიხდით ფულს კონკრეტულად  მასწავლებლის აქტივობაში და არა „ბარკლების“ ნაწილში. ასევე გვექნება მასპინძელი ორგანიზაციების კატალოგი, რომელსაც წინასწარ მომზადებული გარემო ექნება ბავშვებისთვის. წელს უკვე 100 ორგანიზაცია იქნება ამ კატალოგში. სკოლების წარმომადგენლებს შეეძლებათ დაურეკონ, რომ კლასი მომყავს და  ისინი ყველანაირად ხელს შეუწყობენ.

„იუსტიციაც ძალიან მონდომებულია ამ მიმართულებით, ასევე მუზეუმები, თეატრები, სპორტული დაწესებულებები, ვფიქრობ წელს თუ 100 ობიექტი გვექნება, მომავალ წელს შეიძლება 1000-იც იყოს. კატალოგის  ონლაინ ვარიანტიც იქნება და ბეჭდურიც, სადაც პირდაპირ ეწერება სად  შეიძლება წაიყვანო კლასი თუ გაქვს სურვილი და იდეა. ეს ყველაფერი პროფესიული ორიენტაციის მიმართულებითაც საინტერსო იქნება და სხვა ბევრი კუთხითაც“, – ამბობს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.

წყარო: edu.aris.ge

 

ვის მოეხსნება მე-12 კლასში სწავლის ვალდებულება?

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, არის სურვილი, რომ იმ მოსწავლეებს, რომლებიც უმაღლესში სწავლის გაგრძელებას არ გეგმავენ, მე–12 კლასში სწავლის ვალდებულება მოეხსნათ.

ამის შესახებ მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა

„მე–12 კლასი რჩება, ჩვენთან მოთხოვნა არის ბოლონიის პროცესის, რომ უმაღლესში ვინც მიდის, მათ უნდა ჰქონდეთ 12 წელი ნასწავლი აუცილებლად. თუმცა, ჩვენი სურვილი არის, რომ ვინც არ მიდის უმაღლესში, იმას ეს სავალდებულო 12 წელი მოეხსნას. ამის მსურველები არიან. ჩვენ ვაპირებთ, რომ პროფესიულის პოპულარობა გავზარდოთ და უამრავი ხალხი წავა პროფესიულში, მე გაძლევთ ამის პირობას,“ – განაცხადა ჯეჯელავამ.

 

გუგული მასწავლებელი გუგლია, ნათელა მასწავლებელი _ ჩრდილოეთის ნათება

განათლების და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ 62-ე საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილ პედაგოგებთან შეხვედრისას კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასწავლებლებმა კომპიუტერში არა კონკურენტი, არამედ მოკავშირე უნდა დაინახონ. განათლების მინისტრმა ახალი ტერმინი „გუგული მასწავლებელიც“ შემოიტანა და მასწავლებლებს უთხრა, რომ ეს ყოვლისმცოდნე გუგლია.

„გუგული მასწავლებელზე გსმენიათ რამე? – გუგლია!

„ ნათელა მასწავლებელს, ინტერნეტის გაჩენამდე, კლასში კონკურენტი არ ჰყავდა. თუ ნათელა მასწავლებელი იტყოდა, რომ სამხრეთ ურალში მოიპოვება ოქრო, ე.ი. მოიპოვება. თუ იტყოდა, რომ არ მოიპოვება, ე.ი. არ მოიპოვება. ალბათობა იმისა, რომ ბავშვს ამოეღო ენციკლოპედია ჩანთიდან და გადაემოწმებინა სამხრეთ ურალის ამბავი, ძალიან დაბალი იყო. შეიძლებოდა, 5 წელიწადში ერთი ეგეთი მოსწავლე გყოლოდა.

ახლა ნათელა მასწავლებელთან ერთად ოთახში არის „გუგული მასწავლებელი“ და ბავშვს შეუძლია იმ წამსვე, რა წამსაც იტყვი რაღაცას, გადაამოწმოს საზეპიროს სისწორე, მდინარის შენაკადები, ვარძიის სართულების რაოდენობა, რაც გნებავთ. ამას ჩვენ ვერ შევაჩერებთ!“ _ განაცხადა ჯეჯელავამ.

 

ალექსანდრე ჯეჯელავა ტუალეტებით დაინტერესდა – “მე გაწონასწორებული ადამიანი ვარ”

“კიდევ ერთი მაგალითი უნდა მოგიტანოთ, რომელიც ტუალეტებს შეეხება. მე ვაპირებ, რომ დავერიო ამ პრობლემას. გაწონასწორებული ადამიანი ვარ, შემამჩნევდით, მაგრამ ეგ არ შემიძლია; მგონია, რომ ტუალეტის საკითხი ისეთია, რომელიც ბავშვის ჯანმრთელობასთან პირდაპირ კავშირშია. დირექტორი რომელიც ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, სამსახურში ვერ დარჩება.

ბევრგან არიან ინფრასტრუქტურის იმედად. გასაგებია, რომ ბევრი სველი წერტილი გასარემონტებელია, მაგრამ რა დონეზეც შეიძლება რომ იყოს გაკეთებული, უნდა გააკეთო. მე ამ დირექტორებს ვეტყვი, რომ თუ შენ ტუალეტის პრობლემა მოგვარებული არ გაქვს, წამყვანი კი არ იქნები, დაიღუპები. როგორც კი მე ტუალეტებს სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხებში შევიტან, უცებ აღმოჩნდება, რომ ბევრ თვითმმართველობას აქვს ის ფული, რომელიც ტუალეტების მოწყობას ეყოფა”,-აღნიშნა “ლიბერალთან” ინტერვიუში განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ჯეჯელავას კიდევ ერთი გაჯეჯილება

   განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საზოგადოებას ახალ-ახალი უცნაურობებით დიდი ხანია აოცებს. ჯერ იყო და, ზღაპრებს დაერია და მისი გმირები განსაჯა ან შეაჩვენა, მერე, ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებს მისდგა და მასში ქალთა დისკრიმინაციის ელემენტების აღმოჩენა რატომღაც მინისტრობის ჟამს დაიწყო. ჩვენდა გასაკვირად, შუშანიკის წამებაში, ასეთი მხოლოდ ერთ ფრაზაში იპოვა და ატეხა ერთი ამბავი… განათლების მინისტრიც ასეთი უნდა!

  ჯეჯელავას ახალი გაჯეჯილება კი ის არის, რომ მან გადაწყვიტა,  ის მოსწავლეები, რომლებმაც სკოლაში სწავლა გარკვეული მიზეზებით ვერ შეძლეს, ამას ნებისმიერ დროს შეძლებენ.

ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ამიერიდან, სკოლაში სწავლის დაწყება ან გაგრძელება ზრდასრულ ადამიანებსაც შეეძლებათ.

“დღეს, ძალიან სასიხარულო ამბავი გამოვაცხადეთ. ეს არის განათლების ახალი შანსი. საუბარია, იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც მიზეზების გამო ვერ მიიღეს სასკოლო განათლება – მიატოვეს სკოლა, ან ფიზიკურად არ ჰქონდათ სწავლის საშუალება. ჩვენ ვქმნით სისტემას, რომლითაც ასეთ ადამიანებს დავაბრუნებთ სკოლაში.

80 ბავშვი უკვე ვიპოვეთ და შევიყვანეთ დაწესებულებაში, რის შემდეგაც გააგრძელებენ სკოლაში სწავლას. მათ შორის საუბარია ზრდასრულ ადამიანებზე, რომლებმაც მიზეზთა გამო წარსულში ვერ მიიღეს სასკოლო განათლება. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ევროპისკენ, ნაბიჯი პროფესიული და პიროვნული თავისუფლებისკენ, რომელიც არის ჩვენი მთავრობის ოთხ პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი ფუძემდებელი პრინციპი”, – აღნიშნა  ჯეჯელავამ.

 

რჩეულები

“პანცილიონში“ შეუძლებელი არაფერია!

საქართველოში მრავალი კომპანიაა, რომელიც ავეჯს აწარმოებს ან სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოაქვს, თუმცა მათი სიმრავლის გამო ხშირად მომხმარებელს არჩევანის გაკეთება უჭირს. გთავაზობთ რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ...

ამინდი

tbilisi
overcast clouds
14 ° C
14 °
14 °
87%
1kmh
90%
Mon
21 °
Tue
19 °
Wed
13 °
Thu
12 °
Fri
12 °