All for Joomla All for Webmasters

კულტურა

Home კულტურა

ეს ფილმი ეროვნული მნიშვნელობის მოვლენა გახდება – ექვთიმე თაყაიშვილზე ფილმს იღებენ!

0

“ექვთიმე თაყაიშვილის საკუთარი ხალხისა და სამშობლოსადმი განუზომელი სიყვარულის ისტორია… რომელსაც აცოცხლებს არაჩვეულებრივი რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე გენიალურ რევაზ ჩხიკვიშვილთან და ქართველ მსახიობთა გამორჩეულ გუნდთან ერთად.

„ექვთიმე“ ბიოგრაფიული ეპოსია, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ქართული კინოს ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს დაიმკვიდრებს!.. გადაჭარბების გარეშე, ვფიქრობ, ეს ფილმი ეროვნული მნიშვნელობის მოვლენა გახდება და სიმბოლურია, რომ მისი გადაღება ექვთიმე თაყაიშვილის ხელმძღვანელობით სამხრეთ საქართველოში ჩატარებული უმნიშნელოვანესი ექსპედიციის ზუსტად 100 წლის შემდეგ სრულდება.

„ექვთიმე“-ს დასასრულებლად ნიკოლოზ ხომასურიძეს და მის შემოქმედებით გუნდს ჯერ კიდევ სჭირდება მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ მოვიპოვებთ… რადგან, წარმოუდგენელია, იცნობდე ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლს, ნახო ამ ფილმის თუნდაც წამიერი კადრები და არ შეიგრძნო ვალდებულებისა და მადლიერების გრძნობა, რომ მხარში ამოუდგე ამ უდიდეს ისტორიულ პროექტს…” _ ნათქვამია სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში.

მერე რა? მე არ შემიძლია ამ ქალის გარეშე არსებობა! – „როცა ასეთი სიყვარულია“

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სპეციალისტი, თამაზ მარკოზაშვილი ქართველი კინო-მსახიობის, ბელა მირიანაშვილის შესახებ გვიამბობს:

_ მსახიობი  ბელა მირიანაშვილი 1938 წლის 1 აპრილს, თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის პირველი მუსიკალური სასწავლებელი და სწავლა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან არსებულ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში გააგრძელა. 1960 წელს დაამთავრა თბილისის შ. რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. ბელა მირიანაშვილის სამსახიობო კარიერა თავბრუდამხვევად წარმატებული გამოდგა.


მეორე კურსზე იყო, როცა კინოში გადაღებებზე მიიწვიეს, მეოთხე კურსიდან კი რუსთაველის თეატრის სცენაზე, პირდაპირ მთავარ როლზე აიყვანეს სახელგანთქმულ სპექტაკლში _ „როცა ასეთი სიყვარულია“. სწორედ თეატრალურ ინსტიტუტში გაიცნო ბელამ მომავალი ქმარი და იმ დროისთვის მესამე კურსის სტუდენტი – კახი კავსაძე. კახის დანახვისთანავე უგონოდ შეუყვარდა ბელა, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში ამის გამხელას ვერ უბედავდა. ამ დროისთვის ბელა მეუღლესთან, იუზა ხუსკივაძესთან დაშორებული იყო და შვილი – ნანუკა ჰყავდა, თუმცა ამას კახი კავსაძის გადაწყვეტილებაზე ოდნავადაც არ უმოქმედია. „მერე რა? მე არ შემიძლია ამ ქალის გარეშე არსებობა!“ – ეუბნებოდა კახი თავის მეგობრებს და ისინი შეუღლდნენ.
სხვათა შორის, იუზა ხუსკივაძეს ცოლი აღარასოდეს შეურთავს და მთელი ცხოვრება მარტომ გაატარა.

  ბელა მირიანაშვილმა მოკლე დროში შეძლო, გამხდარიყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კინომსახიობი ქალი არა მარტო საქართველოს, არამედ საბჭოთა კავშირის მასშტაბითაც. ბუნებრივი, უშუალო და ლამაზი მსახიობი საოცრად უხდებოდა ეკრანს და რომ არა ტრაგიკული შემთხვევა, მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.
„ცეროდენა რაინდები“ (რუსუდანი,1963 წ.); „უდიპლომო სასიძო“ (ნანი, 1961 წ.); „წარსული ზაფხული“ (ლიანა, 1959 წ.); „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ (ლამარა, 1959 წ.); „მამლუქი“ – (1958); „საბუდარელი ჭაბუკი“ (თებროლე, 1957 წ.) – ამ ფილმებში მსახიობმა ლოგინად ჩავარდნამდე მოასწრო მონაწილეობა და სამუდამოდ დაამახსოვრა თავი მაყურებელს.

    ხუთი თვის ფეხმძიმე ბელა მირიანაშვილს ვირუსი შეხვდა და 40-გრადუსიანი სიცხით მოუწია „ჭინჭრაქაში“ თამაში. ნაყოფი რომ არ დაეზიანებინა, ანტიბიოტიკების მიღებაზე უარი განაცხადა. ამას დაავადების გართულება და ფილტვების ანთება მოჰყვა. რთულმა მშობიარობამ ბელას ჯანმრთელობა კიდევ უფრო გააუარესა. უცხოეთში მკურნალობამ დაავადების განვითარება დროებით შეაჩერა, თუმცა მსახიობს გადაადგილება სულ უფრო უჭირდა. ნელ-ნელა ეკრანსა და სცენას ჩამოშორდა და სახლში ჩაიკეტა.
   კახი და ბელა 23 წელიწადი ერთად ებრძოდნენ სენს… კახი მეუღლეს თავად უკეთებდა ყოველდღიურად 10-15 ნემსს, მაგრამ გარდაუვალის თავიდან აცილება ვერ შეძლო.
   ბელა მირიანაშვილი 1992 წლის 28 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღეს გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე მოსკოვში გადაღებებზე მყოფ მეუღლეს სახლში დაბრუნება სთხოვა და სიცოცხლის უკანასკნელი წუთები მასთან ერთად გაატარა.
„ბელა ჩემი დასაყრდენი იყო ფიზიკურად, სულიერად… მას ვანდობდი ბავშვებს და ყველაფერს. ბელა რომ წავიდა ცხოვრებიდან, ვფიქრობდი. რა მეშველება-მეთქი“, – იტყვის კახი კავსაძე წლების შემდეგ.
   ბელა მირიანაშვილისა და კახი კავსაძის სიყვარულის ისტორია თაობებისთვის სიყვარულის, ერთგულებისა და თავგანწირვის მაგალითად იქცა.

ლეგენდარული მოდელები, რომელთა გამოჩენამაც მოდის ინდუსტრია შეცვალა

0

კრისტი ტარლინგტონი

ცნობილი სლოგანი “ყველა აღფრთოვანებულია შენით, შენ კი მეიბელინით” – კრისტი ტარლინგტონის გამო გაჩნდა.

მისი კონტრაქტი კოსმეტიკურ კომპანიასთან ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული იყო 90-იან წლებში.

გადაღების 12 დღის განმავლობაში, ყოველ წელს ის 800 000 დოლარს იღებდა.


კრისტი 500-ზე მეტი ჟურნალის გარეკანზე მოხვდა, მუშაობდა უამრავ მოდის სახლთან, მაგრამ ყველაზე ხშირად “კელვინ კლაინთან”. 2013 წელს ის კვლავ მიიწვიეს ბრენდის წამყვან მოდელად.

ნაომი კემბელი


“შავი პანტერა” მთელს მსოფლიოშია ცნობილი არა მხოლოდ სამოდელო დამსახურების, არამედ ფიცხი ხასიათის წყალობით. ნაომი ხშირად ერთვება ჩხუბში და შემდეგ სასჯელს გამოსასწორებელი სამუშაოების სახით იხდის. თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ მისი სამოდელო კარიერაც – ის ნამდვილი ლეგენდაა. 90-იანებში სამოდელო ბიზნესში მას უფრო დიდი სირთულეები ხვდებოდა, ვიდრე სხვა მოდელებს – რასობრივი დისკრიმინაცია ჯერ კიდევ ძლიერი იყო.

კეიტ მოსი


90-იან წლებში კეიტ მოსის გამოჩენამ სამოდელო სამყარო თავდაყირა დააყენა – იმ დროის მაღალი სუპერმოდელების ფონზე, მოსი პატარა და ძალიან უბრალო გოგონა იყო, არა ისეთი “ქალღმერთი”, როგორიც იყო ევანგელისტა, შიფერი ან სხვები. მისი არაპროპორციული ნაკვთები, მკაცრი გამოხედვა, საშუალო სიმაღლე და გამხდარი ფიგურა ანდროგინულობის და ჰეროინის გლამურის სიმბოლო გახდა მოდის ინდუსტრიაში.

ლინდა ევანგელისტა

ლინდას კარიერა ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო, როდესაც პატარა ლინდა სილამაზის კონკურსებში იღებდა მონაწილეობას. 1988 წელს ის “მის ნიაგარა” გახდა, სადაც შენიშნა ცნობილმა ფოტოგრაფმა პიტერ ლინდბერგმა და მისი ცნობილი მოკლე ვარცხნილობა დაუყენა. მის აქტივში 600 ჟურნალის გარეკანია და დღემდე აგრძელებს ფოტოსესიებში მონაწილეობას.

კლაუდია შიფერი

ულამაზესი ქერა კლაუდია შიფერი თითქოს ბრიჯიტ ბარდოს ახლებური ვერსიაა, მიუხედავად იმისა, რომ კინოკარიერა სულაც ვერ ააწყო. მისი მონაწილეობით ეპიზოდური როლი მხოლოდ “რეალურ სიყვარულში” თუ იცის ხალხმა.

სამაგიეროდ, სამოდელო კარიერაში კლაუდიას ყველაფერი იდეალურად აქვს: ღამის კლუბში მან სამოდელო სააგენტო მეტროპოლიტენის დირექტორი გაიცნო, შემდეგ პარიზში გადავიდა საცხოვრებლად, ჟურნალ “ელის” ყდაზე გამოჩნდა, “შანელთან” მუშაობა დაიწყო და ამის მერე ყველაფერი უფრო ზღაპრულ სახეს იღებდა.

სინდი კროუფორდი


“გოგონა ხალით ზედა ტუჩზე” – ასე ეძახდნენ სინდის სამოდელო კარიერის დასაწყისში. სწორედ ხალი იყო და დღემდე რჩება მის სავიზიტო ბარათად. თუმცა ოჯახში ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ სინდი სილამაზით დაიპყრობდა მსოფლიოს, მას გამუდმებით უწოდებდნენ “მახინჯ იხვის ჭუკს”.

16 წლის ასაკში გოგონა ადგილობრივი გაზეთის ფოტოგრაფმა შენიშნა, 17 წლის კი უკვე ვარსკვლავური სააგენტო “ელიტის” მოდელი იყო. კარიერის დასაწყისში სინდის ბეიბი ჯიას ეძახდნენ ჯია კარნაჯთან მსგავსების გამო.

 

წყარო: ALLNEWS.GE

კულტურული მემკვიდრეობის კიდევ ერთ ძეგლს ანადგურებენ

0

“კულტურული მემკვიდრეობის კიდევ ერთ ძეგლს ანადგურებენ.
აფეთქებული საყდრისის სიახლოვეს გვირაბი გადავიღეთ.

დღეს თბილისიდან მე და დოდო ქაჯაია აფეთქებული საყდრისის გადასაღებად მანქანით წავედით. დაახლოებით სამ საათზე საყდრისში ვიყავით. იქაურობა უპრობლემოდ გადავიღეთ. აღარავინ გამოგვდგომია, არიქა, გადაღება არ შეიძლებაო. რაღა ენაღვლებათ?! -საყდრისი ააფეთქეს და ჯიბეში ჩაიდეს.

დმანისისა და ბოლნისის რაიონების ადმინისტრაციულ საზღვართან, აბულმუგის ისტორიულ ხეობაში შუა საუკუნეების აბანო რომ არის (კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი), იმის თავზე ბორცვი აუფეთქებიათ და ახლა იქ ექსკავატორი ტრიალებს, იქიდან ქვის უზარმაზარ ლოდებს, მიწას ქვემოთ ყრის. აბანოს გადაღების საშუალება არ მოგვცეს. 112-ში დავრეკე. დმანისის და კაზრეთის პოლიციიდან მოვიდნენ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილეს, პაატა გაფრინდაშვილს და სააგენტოს ინსპექციის უფროსს დავურეკე. ინსპექცია წამოვიდა. შეუშვეს თუ არა შიგნით და როგორი მდგომარეობა დახვდათ იქ, ამას ხვალ მეტყვიან (ასე დამპირდნენ). რადგან 112-ში მქონდა დარეკილი, გამოკითხვის ოქმი უნდა შემდგარიყო. ჰოდა, მე და დოდო წავედით კაზრეთის პოლიციაში. გამოკითხვის ოქმები შედგა.

დღევანდელი დღის ამბები ძალიან მოკლედ და მშრალად დავწერე. ფოტო და ვიდეომასალის ატვირთვა აქედან არ შემიძლია. ამას მოგვიანებით გავაკეთებ”, _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი, ნინო მიქიაშვილი.

ვულოცავ ყველას! – კახეთში აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტი აღმოაჩინეს

2016 წელს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა, აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტი დააფიქსირა, რომელიც კახეთში, ივრის ნაპირზე, კოწახურას ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. სავარაუდოდ ობიექტი ანტიკური ხანის ნაქალაქარს წარმოადგენს, რომელთანაც ბრინჯაოს ხანის ყორღანი მდებარეობს და რომლის მასშტაბიც, აქამდე შესწავლილ ყორღანებს აღემატება.

ობიექტი ამჟამინდელი მდგომარეობით, გავრცელებულია 2,5 ჰექტარზე, თუმცა არქეოლოგიური შესწავლის შემდეგ არ არის გამორიცხული მისი ფართობის ცვლილება. დანგრეულია მიწისპირზე და ამჟამად მხოლოდ კონტურები იკითხება. ესაა ალიზის ნაგებობებით დაგეგმარებული კომპლექსი. ალიზის კედლების სისქე 1-1.2 მეტრს შორის მერყეობს. ნაგებობათაგან ნაწილი წრიულია, ნაწილი კი მართკუთხა. ალიზის კედლებს ეტყობათ ძლიერი ხანძრის კვალი. ზედაპირული დაზვერვით დაფიქსირებულ მასალას თიხის ბათქაშები, წითელი საღებავით მოხატული ჭურჭლის ფრაგმენტები და სალესი ქვები შეადგენს.

აღმოსავლეთით, მის მომიჯნავედ, 115 მ დიამტერისა და დაახლოებით 20მ სიმაღლის ყორღანია.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, 2017 წელს დაგეგმილი აქვს კომპლექსის კვლევის დაწყება, რომელშიც ჩართულები იქნებიან საერთაშორისო წამყვანი არქეოლოგიური ინსტიტუციები.

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი კალანდია სოციალური ქსელში აქვეყნებს ამ ვიდეოს შესაბამისი კომენტარით:

”უმაგრესი აღმოჩენა! შეიმჩნიეთ და გაიხარეთ ხალხო! ნახეთ რამხელა არქეოლოგიური ობიექტია! ნამდვილი არქეოლოგიური ძეგლია და არა მოგონილი, უდიდესი აღმოჩენები გველოდება! ვულოცავ ყველას!”,

რა დაავალეს კულტურის სამინისტროში მუზეუმების ხელმძღვანელებს?

0

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია _”თქვენი უფლებებისათვის” ხელმძღვანელი – გიორგი თევზაძე აცხადებს:

“როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საქართველოს კულტურის სამინისტრო მუზეუმების ხელმძღვანელებებს აძლევენ მითითებებს, რომ  შეამცირონ თანამშრომლები. ასევე, თანამშრომელს შეუმცირონ ხელფასები გარკვეული რაოდენობით. გვაცნობეს ისიც, რომ  სსიპ -ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმში აპირებენ ტექნიკური პერსონალის შემცირებას.

თუ ასეთი ფაქტები რეალურად განხორციელდა, გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა უნდა მოგვმართონ და ჩვენ მათ კანონიერ უფლებებს სასამართლოში დავიცავთ”.

 

 

ამ ვიდეორგოლმა მილიონ ნახვაზე მეტი მოაგროვა (ვიდეო)

სამი ქართველი გოგონა – თათული მგელაძე, თამარ წიკლაური და ირინა მიდელაური პოპულარული გახდა მუსიკალური ვიდეოსელფით, რომელიც მათ 2014 წლის 5 აგვისტოს გადაიღეს და განათავსეს ინტერნეტში. ორი კვირა არც დასჭირდა, ვიდეორგოლს  მილიონ ნახვაზე მეტი მოეგროვებინა. გოგონათა ტრიოს სახელწოდებაა ,,მანდილი”, რაც თავსაბურავს ნიშნავს. ამგვარმა წარმატებამ გოგონები ძალიან გაახარა. წელს, მათ ჩაწერეს ალბომი With Love. ალბომში შესულია ორიგინალი, ქავერი და ფოლკლორული სიმღერები საქართველოსა და სიყვარულზე.
    შემოგთავაზებთ საკონკურსო სიმღერას – “მე და შენ” (კომპოზიტორი – ვადიმ ესტერმანი, როსტისლავ მასლოვიჩი)

ნინო სურგულაძე იტალიის ვარსკვლავის ორდენის კავალერი გახდა

0

იტალიის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მსოფლიოში ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანო, ნინო სურგულაძე იტალიის ვარსკვლავის ორდენის კავალერი გახდა. ორდენი იტალიასა და სხვა სახელმწიფოს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობისთვის გაწეული ღვაწლისთვის გაიცემა.

იტალიის ელჩმა საქართველოში, თავის  რეზიდენციაში, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად, ოფიციალური მიღების ფონზე, ნინო სურგულაძეს იტალიის ვარსკვლავის ორდენი გადასცა. ცერემონიალს ხელისუფლების, საზოგადოების და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

რჩეულები

„საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდი“ 4 წლისაა!

3 მარტს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა „საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ დაფუძნებიდან 4 წლის იუბილე, სადაც წარმოდგენილი იყო ფონდის 4-წლიანი მუშაობის ანგარიში. საიუბილეო...

ამინდი

tbilisi
overcast clouds
14 ° C
14 °
14 °
87%
1kmh
90%
Mon
21 °
Tue
19 °
Wed
13 °
Thu
12 °
Fri
12 °