All for Joomla All for Webmasters

ახალი დამატებული

მთავარი ახალი დამატებული
Featured posts

,,შეიქმნას საერთაშორისო საგამოძიებო ორგანო, რომელიც შეისწავლის ივანიშვილ-ალიევის კრიმინალურ ქმედებებს”

,,ქართული უსაფრთხოების სამსახურებს ნაცვლად იმისა, რომ სპეციალური ღონისძიებების მეშვეობით, გიგა ოთხოზორიას მკვლელი ჩამოეყვანათ და გადაეცათ ქართული მართლმსაჯულებისათვის, ივანიშვილის დავალებით, რომელსაც ალიევის ოჯახთან აკავშირებს მილიარდიანი სანავთობო ენერგეტიკული, სატრანზიტო კორუფციული ბიზნეს ინტერესები, ყაჩაღურად მოიტაცეს ჟურნალისტი, რომელიც იკვლევდა ამ კორუფციულ საქმეებს, საწამებლად გადასცეს აზერბაიჯანულ მხარეს.

გამომდინარე იქიდან, რომ ივანიშვილმა სახელმწიფო გადააქცია ტრანსნაცოინალურ კრიმინალურ სინდიკატად, რაც საფრთხეს უქმნის არა მარტო ჩვენს ქვეყანას, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობას, უხეშად თელავს ადამიანის უფლებებს, სამართლის ჰუმანიტარულ პრინციპებს. ამდენად, სასწრაფოდ უნდა გატარდეს სანქციები ტრანსნაციონალური დანაშაულის აღმოსაფხვრელად.

მივმართავთ ევროსაბჭოს! შეიქმნას საერთაშორისო საგამოძიებო ორგანო, რომელიც შეისწავლის ივანიშვილ-ალიევის კრიმინალურ ქმედებებს და დააყადაღებს უკანონოდ მოპოვებულ ქონებასა და საბანკო ანგარიშებს” _ განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ.

ყაზბეგელი დათვი ცხვარიჭამიის ზოოლოგიური ცენტრის ბინადარი გახდა

ჩვენს გვერდზე დავაანონსეთ, რომ ყაზბეგიდან უნდა ჩამოგვეყვანა 10 წლის მურა დათვი, სახელად ლელა.
მოხუცი აკაკი ავსაჯანაშვილი დათვს ვეღარ უვლიდა, ამიტომ თავშესაფარის მეპატრონემ თამაზ ელიზბარაშვილმა დათვი ცხვარიჭამიის ზოოლოგიურ ცენტრში ჩამოიყვანა. რამდენიმე ხნით ადრე კი ამავე ცენტრის დამაარსებლის სოსო ჯიქურიშვილის დიდი თანადგომით ბატონმა თამაზმა საკუთარი ხარჯებით აუშენა დათვს ვოლიერი.
ცხოველის ყაზბეგიდან ტრანსპორტირებაში გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი დაგვეხმარა და დათვი ლელა ამჟამად ზოოლოგიურ ცენტრშია დანარჩენ ბინადრებთან ერთად. იქ დათვებისთვის საკმაოდ დიდი ტერიტორიაა გამოყოფილი, რომელიც ელექტროღობით არის შემოსაზღვრული. ასე რომ, დათვი ლელა გაცილებით უკეთეს პირობებში განაგრძობს ცხოვრებას.

წყარო: თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი

თამაზ ელიზბარაშვილმა სტუდენტებს თავშესაფრის ბინადრების ისტორიები უამბო

ბიზნესმენი და უფლებადამცველი თამაზ ელიზბარაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიწვიეს.
თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის დეპარტამენტის პრესკლუბის წევრების თაკო ადუაშვილისა და უჩა პაპაშვილის მიწვევით უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 217-ე აუდიტორიაში თამაზ ელიზბარაშვილმა ჩაატარა ლექცია თემაზე ,,დაიცავი დაუცველი“.
გარდა ზოგადი თემებისა, რომელიც ცხოველთა უფლებების დაცვას ეხებოდა, ბატონმა თამაზმა სტუდენტებს უამბო როგორც თავშესაფრის დაარსების, ასევე მისი ბინადრების ისტორიები.

.

.

,,მთხოვენ, მათ ახლობლებს ასიათასობით დოლარის ღირებულების ოპერაციები დავუფინანსო!”

,,ყოველდღიურად, ჩემს ფეისბუქ გვერდზე უამრავი ადამიანი მომმართავს, რომლებიც მთხოვენ, მათ ახლობლებს ასიათასობით დოლარის ღირებულების ოპერაციები დავუფინანსო! ასეთ ადამიანებს ძალიან თანავუგრძნობ, მაგრამ სამწუხაროდ, იძულებული ვარ, ვუპასუხო ხოლმე, რომ მსოფლიოში არ არსებობს საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ასეთ მკურნალობას აფინანსებს. მთელ მსოფლიოში ამ საკითხით დაკავებულია ამა თუ იმ ქვეყნის სახელმწიფო, რადგან საუბარი მილიარდობით დოლარზეა!
   ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ ჩაატაროს ყველა საჭირო სამუშაო იმისთვის, რომ მოქალაქეებს აღარ მოუწიოთ ძვირადღირებული დიაგნოსტიკისა და ოპერაციებისთვის საზღვარგარეთ გამგზავრება!
   მიმაჩნია, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში აშენდეს უმაღლესი კლასის ერთი კლინიკა მაინც, მოხდეს ჩვენი ექიმების ტრენინგებზე პერიოდულად გაშვება, უცხოელი კვალიფიციური მედიკოსების საქართველოში ჩამოყვანა. აუცილებელია, კლინიკა აღიჭურვოს აუცილებელი მოწყობილობებით – მოკლედ, უნდა გაკეთდეს ყველაფერი, იმისთვის, რომ პაციენტები იმყოფებოდნენ ისეთივე პირობებში, როგორც ეს უცხოეთში იქნებოდა! ამის გაკეთება იოლი არ იქნება, მაგრამ შედეგი ამად ღირს!” _ წერს ლეონიდ ჩერნოვეცკი სოციალურ ქსელში.

   ქართულ ჯანდაცვაზე მისი კრიტიკული კომენტარის მიზეზი გახდა სტატია, რომელიც ინტერნეტმედიით გამოქვეყნდა. სტატიაში საუბარია მასზედ, რომ  საქართველოს მაცხოვრებლებისთვის ხშირად საზღვარგარეთ მკურნალობა სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზა ხდება, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში შესაბამისი სამედიცინო პროცედურები ხელმისაწვდომი არ არის.

,,რომელ დაავადებებს ვერ კურნავენ და რა ტიპის სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებენ საქართველოში. ასევე რომელ ქვეყნებს მიმართავენ საქართველოს მოქალაქეები, როდესაც ხარისხიანი, სათანადო სამედიცინო მომსახურების მიღება სურთ.

უცხოეთში მკურნალობის ცენტრის, “გლობალმედის” წარმომადგენლის, ირინა აბრამიძის განცხადებით, საქართველოში, ძირითადად ნეიროქირურგიულ და ონკოლოგიურ დაავადებებს ვერ მკურნალობენ, პაციენტები უცხოურ კლინიკებს მიმართავენ ასევე ორგანოების ტრანსპლანტაციისთვის.

,,აპარატურა, რომლის საშუალებითაც ამ ოპერაციების ჩატარება და დაავადებების მკურნალობაა შესაძლებელი, საქართველოში არ არსებობს – ესენია ნეიროქირურგიული დაავადებები, რომლებიც სპეციფიკურ ჩარევას მოითხოვს. მაგალითად, თავის ტვინის სიმსივნეების მკურნალობა, მის ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული. არსებობს ისეთი ლოკალიზაციის სიმსივნეები, რომელთაც საქართველოში კურნავენ, თუმცა ზოგიერთი მათგანის მკურნალობა, მათი მდებარეობიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში შეუძლებელია და ამიტომ პაციენტები საზღვარგარეთ მიდიან,” – განმარტავს მედიკოსი.

ირინა აბრამიძის თქმით, საქართველოში ორგანოების ტრანსპლანტაცია თითქმის არ ხდება. პაციენტები უცხოეთში, ძირითადად, ღვიძლის, ძვლის ტვინისა და გულის გადანერგვისთვის მიემგზავრებიან, რადგან, ჩვენს ქვეყანაში ამის რესურსი არ არსებობს. საზღვარგარეთ ასევე მიდიან ისეთი დაავადებების დიაგნოსტირებისთვის, რომელთა დადგენაც ჩვენთან ვერ ხერხდება.

“არის იშვიათი დაავადებები, რომელთა დიაგნოსტირებაც აქ, ფაქტობრივად, შეუძლებელია, კონკრეტულად რაზეა საუბარი, ამის თქმა რთულია, რადგან ეს დიაგნოზები უცხოურ კლინიკებში ისმება,” – აღნიშნავს აბრამიძე.

გარდა ამისა, უცხოეთის კლინიკებს, ძირითადად, ონკოლოგიური დაავადებებისგან განკურნების მიზნით მიმართავენ. ირინა აბრამიძის განმარტებით, ასეთი ტიპის პათოლოგიებს განსაკუთრებული მკურნალობა ესაჭიროება, რისი ხელმისაწვდომობაც, ტექნიკისა და აპარატურის თვალსაზრისით, საქართველოში ნაკლებია.

“არის ისეთი დაავადებები, საქართველოში არაოპერაბელურად რომ მიიჩნევა, მაგრამ უცხოეთში, წინ წასული ტექნოლოგიებიდან გამომდინარე, ოპერაციული ჩარევა შესაძლებელია. ხშირ შემთხვევაში, ეს ცენტრალური ნერვული სისტემის ონკოლოგიური დაავადებები, ასევე ონკოლოგიური ოფთალმოლოგიაა, რასთან დაკავშირებითაც სირთულეები ძალიან ხშირად არის, მიზეზი კი საქართველოში მკურნალობის ნაკლებად განვითარებული მექანიზმია,”აღნიშნავს ირინა აბრამიძე და დასძენს, რომ მათ ორგანიზაციას, ხშირად, ბავშვთა ონკოლოგიის უცხოეთში სამკურნალოდაც მიმართავენ, რადგან საქართველოს ამისი ეფექტური მექანიზმი არ გააჩნია.

“გლობალმედის” ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ოპერაციებისა და მკურნალობისთვის ძირითადად, გერმანიას, თურქეთსა და ისრაელს სტუმრობენ.

“ამ ქვეყნებში გამგზავრებული პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა, 95% კმაყოფილია და განკურნებას ახერხებს,” – აღნიშნავენ ორგანიზაციაში. რაც შეეხება ტარიფებს, ირინა აბრამიძის განმარტებით, ეს იმაზეა დამოკიდებული, პეციენტი რა პროცედურას მიმართავს და თან რომელ ქვეყანაში.

წყარო: ambebi,ge მარიამ მენაბდიშვილი

ეროვნული, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის და სამაგისტრო გამოცდების განრიგი ცნობილია

შეფასებებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა ერთიანი ეროვნული და სამაგისტრო გამოცდების, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსის განრიგი:

 

                                                             ეროვნული გამოცდები:

  • 3-4 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ქართული ენა და ლიტერატურა;
  • 6-7 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ზოგადი უნარები;
  • 10-11 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;
  • 10-ივლისი (პირველი სესია), 11-ივლისი (მეორე სესია) – რუსული ენა;
  • 10 ივლისი (მეორე სესია) – ფრანგული ენა;
  • 11 ივლისი (პირველი სესია) – გერმანული ენა;
  • 12 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – გეოგრაფია;
  • 13 ივლისი (მეორე სესია) – მათემატიკა;
  • 14 ივლისი (მეორე სესია) – ლიტერატურა;
  • 17 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ისტორია;
  • 18 ივლისი (მეორე სესია) – ბილოგია;
  • 19 ივლისი (მეორე სესია) – ქიმია;
  • 25 ივლისი (პირველი სესია) – სამოქალაქო განათლება;
  • 26 ივლისი (პირველი სესია) – ფიზიკა;
  • 26 ივლისი (პირველი სესია) – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.

 

რაც შეეხება სტუდენტთა საგრანტო კონკურსს, ის 27 ივლისს, ერთ სესიად ჩატადება.

 

                                                              სამაგისტრო გამოცდები:

  • 20 ივლისი (მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი: A);
  • 21 ივლისი (მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი: A);
  • 24 ივლისი (მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი – B);
  • 25 ივლისი (მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი: B);
  • 26 ივლისი (მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი – C);
  • 27 ივლისი (მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი – C).

სოსო გაზდელიანი

ექვსსიტყვიანი მოთხრობები, რომლებიც გულს აგიჩუყებთ და გაგაოცებთ

გთავაზობთ ამერიკელი მწერლის, ერნესტ ჰემინგუეის რამდენიმე მოკლე მოთხრობას, რომელიც სულ რაღაც 6 ან ნაკლები სიტყვით მკითხველს გულს უჩუყებს და აოცებს. ერთხელ ერნესტ ჰემინგუეიმ სანაძლეო დადო, რომ შეძლებდა ძალიან მოკლე მოთხრობის დაწერას, რომელიც ნებისმიერს ააღელვებდა. გენიალურმა მწერალმა სანაძლეო მოიგო ერთი წინადადებით: “იყიდება ბავშვის ფეხსაცმელი, უხმარი” («For sale: baby shoes, never worn»). 

აი, სხვა დანარჩენიც:

1. უცნობები. მეგობრები. საუკეთესო მეგობრები. საყვარლები. უცნობები.

2. “ნომერი შეგეშალათ” – უპასუხა ნაცნობმა ხმამ.

3. მგზავრებო, ახლა თქვენ კაპიტანი არ გელაპარაკებათ.

4. ვყიდი პარაშუტს: არასოდეს გახსნილა, ცოტა დალაქავებულია.

5. ეს ჩვენი ოქროს ქორწილია. სუფრა ერთზეა.

6. სახლში ვარდები მივიტანე. გასაღები აღარ მოერგო.

7. დამტვრეულ საქარე მინაზე ეწერა “ახალდაქორწინებულები”.

8. ჩვენი საძინებელი. ორი ადამიანის ხმა. ვაკაკუნებ.

9. გადავხტი. მერე კი გადავიფიქრე.

10. ბოდიში, ჯარისკაცო, ფეხსაცმელი მხოლოდ წყვილად იყიდება.

11. საწოვარიანი ბოთლით აჭმევს საკუთარი ცოლი მკვლელს.

12. ზრდასრულად წარმოიდგენდა თავს. გაიზარდა. დაკარგა წარმოსახვა.

სოსო გაზდელიანი

,,ცესკო გედის დაკრულზე და იმედოს ხელწაკრულზე აცეკვდა”

  ,,არსებობს ზღვარი, რომლის გადაკვეთის შემდეგაც მოთმინება აღარ არის ღირსება.
  მოკლედ, მეგობრებო, ჯერ კიდევ ვინც ფიქრობთ, რომ აღნიშნულ ვაკანსიაზე შეიტანოთ საბუთები, ტყუილად არ გაისარჯოთ. დიდი ალბათობით, ამ ვაკანსიაზე (თუ არადა, შედეგებსაც გაცნობებთ) აირჩევა ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის, იმედო ლაცაბიძის მეუღლე, ქ-ნ. დოდო ბასილაძე. ჩემს წინაღმდეგ გედევან ფოფხაძის დაწყებულ ბრძოლას ქართლიდანაც წაუკრეს ხელი და ქვემოთ ხსენებულI ვაკანტური ადგილიდან ჩემს ადგილზე გადმოიყვანეს მოქმედი დიმიტრი მურჯიკნელი, რათა ზემოთ დასახელებული ქალბატონი აერჩიათ  გამოთავისუფლებულ ადგილზე.
რაც შემეხება მე, (თუმცა ეს პროცესი გედიმ ბევრად ადრე დაიწყო ოლქში ლელა შუბითიძის და ნათია გოგალაძის გაშვებით) თებრვალში გამოცხადდა ვაკანსია ჩემს ადგილზე და მარტში, ქართული ოცნების წევრის, ლევან ღამბაშიძის (2012 წელს ,,ქართული ოცნების” შტაბს ხელმძღვანელობდა ბორჯომში და მაგაზე მოგვიანებით გაუწყებთ) მითხრა, რომ ,, გედიმ და ბესომ გადაწყვიტეს და სხვა უნდა აირჩეს შენს ადგილზეო. ხომ იცი, მთავრობა ასე წყვეტსო”.

     რაც შეეხება გედის, მან ბევრი იბრძოლა, რომ მე არ ავერჩიე ცესკო-ს, რომელიც, კანონით (ყოველ შემთხვევაში ქაღალდზე ასე წერია), სრულიად ნეიტრალური და მიუკერძოებელი უნდა იყოს და დამოუკიდებლად უნდა იღებდეს გადაწყვეტილებებს. ცესკო გედის დაკრულზე და იმედოს ხელწაკრულზე აცეკვდა და გადაწყვიტა ის, რაც ზემოთ მოგახსენეთ.
    როცა მითხრეს, რომ გედის აქვს შენთან პრობლემებიო, ვიკითხე, რა პრობლემები აქვს მეთქი?! არა, კომპეტენციაზე და შენს საქმიანობასთან დაკავშირებით არაფერიო. თურმე მე ნოდარ გრიგალაშვილს დავუდექი გვერდზე და მის შეხედულებებს არ ვიზიარებდი. გაზეთითაც გამიკრიტიკებია დაახლოებით 10-15 წლის წინ.
ჩერჩილი ამბობდა: გყავს მტრები? ეს ნიშნავს, რომ შენ რაღაც ღირებულის დაცვა გიცდია შენს ცხოვრებაში. და თუ თქვენ ამ ღირებულებების დაცვას ნაკლად მითვლით, დაე, ვიყო ამ ნაკლით ამ ცისქვეშეთში.
ერთს გეტყვით, იმ ენერგიას რასაც ჩემთან ბრძოლაში ხარჯავთ, ჯობს, ხალხის პრობლემებს მოახმაროთ, იქნებ ცოტა გაიხანგრძლივოთ პოლიტიკური ფუფუნება.
p.s. ვისაც რაიმე შეხება გქონიათ ბატონ ნოდართან, თქვენ გემუქრება გედის გავლენები..” _ აცხადებს ისტორიკოსი,  
N36 ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიის ყოფილი წევრი.

ბაკურ გელაშვილის მწვავე კომენტარი კი ცსკ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა:

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის შესარჩევ კონკურსს შემდეგ ვაკანტურ თანამდებობაზე

საოლქო საარჩევნო კომისია:

საოლქო საარჩევნო კომისიის დადასახელებასაოლქო საარჩევნო კომისიაშიარსებული ვაკანსიებითანამდებობრივი სარგო
1.№85 ლიახვის  საოლქო საარჩევნო კომისია1690 ლარი

 

განაცხადები მიიღება 2017 წლის 23 მაისიდან  1 ივნისის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (მის.: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.); კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

  1. განცხადება (ივსება ადგილზე);
  2. კანდიდატის 2 ფოტოსურათი;
  3. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი;
  4. უმაღლესი განათლების (აგრეთვე აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის – თუ აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლი;
  5. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ფოტოასლი;
  6. კანდიდატის შრომითი ბიოგრაფია და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება).

 

შენიშვნა: საბუთების ჩაბარებისას კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს დიპლომისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის დედნები ან ნოტარიულად დამოწმებული ასლები, რომელთა ასლების შესაბამისობის დადგენის შემდგომ დოკუმენტაცია უბრუნდება კანდიდატს.

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ პირებს 21 წლის ასაკიდან.

დამასკოსთან ახლოს სირიელ პოლიტპატიმრებს წვავენ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთის საკითხებში – სტიუარტ ჯონსმა სირიის ხელისუფლება პოლიტიკური პატიმრების მასობრივ დახოცვაში დაადანაშაულა.

ამერიკული მხარის ცნობით, სირიაში აშენდა სპეციალური კრემატორიუმი, რათა დამნაშავეები დაეწვათ და მათი სხეულები იოლად მიემალათ.

ეს საიდუმლო ციხე დამასკოდან 30 კილომეტრში მდებარეობს, სადაც დღეში დაახლოებით 50 პატიმარი მიჰყავთ.

სოსო გაზდელიანი

ვატიკანში 1983 წლის შემდეგ არავინ დაბადებულა

ვატიკანი – პატარა ქალაქ-სახელმწიფოა, სადაც დაახლოებით 900-მდე ადამიანი ცხოვრობს. ის არცერთი სახელმწიფოს კუთვნილებაა; მისი მეთაურია რომის პაპი. ვატიკანში არის უამრავი ტაძარი და მუზეუმი, მაგრამ არ არის აფთიაქი, საავადმყოფო, სილამაზის სალონი… აქ არ არსებობს კერძო სახლები და არც ბინებს ყიდიან, მას მხოლოდ აქირავებენ, ვინაიდან ვატიკანი იუნესკომ მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა და სწორედ ამიტომ, აქ ბინები სხვადასხვა ადამიანის საკუთრება ვერ იქნება. ვატიკანი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში; ისინი იქ ჩადიან წმინდა პეტრეს ბაზილიკის, წმინდა პეტრეს მოედნის, ტაძრების, რომის პაპისა და იქაური ცხოვრების სანახავად. ვატიკანი არის ერთადერთი ქალაქ-სახელმწიფო, სადაც 1983 წლის შემდეგ შობადობის კოეფიციენტი ნულს გაუტოლდა, ანუ არცერთი დაბადებული არ დაფიქსირებულა.

სოსო გაზდელიანი

თი-ბი-სი ბანკი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს!

დღეს ჩვენი სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული იქნა  სტატია, რომლის ავტორი იყო სააგენტო “პირველი”. ინფორმაცია, რომელსაც სტატია შეიცავდა თი-ბი-სი ბანკმა კატეგორიულად უარყო. მომხდარის გამო ბოდიშს ვუხდით “თიბისი ბანკს” და ვშლით აღნიშნულ სტატიას.

სხვადასხვა