პოლიტიკა

,,C ჰეპატიტსა თუ აივ ინფექციასთან ბრძოლისთვის დეკრიმინალიზაცია აუცილებელია”

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, კაკი ზოიძის თქმით, საქართველოში პრობლემური ინექციური ნარკომომხმარებლების რაოდენობა, მკაცრი ნარკოპოლიტიკის მიუხედავად, ძალიან მაღალია. რეპრესიული პოლიტიკა კი მათ ხელს უშლის, ჩაერთვნენ პროგრამებში, რომლებიც C ჰეპატიტის მკურნალობას ისახავს მიზნად.

კაკი ზოიძის თქმით, რეპრესიულმა ნარკოპოლიტიკამ შედეგი ვერ გამოიღო და ეს სტატისტიკაში ნათლად აისახება. „საქართველო სეიშელის კუნძულებისა და რუსეთის შემდეგ, სადაც ასევე მკაცრი ნარკოპოლიტიკაა, არის მესამე ადგილზე, ერთ სულ მოსახლეზე პრობლემური ნარკომომხმარებლების რაოდენობით. მოსახლეობის 2.01% – ეს არის კატასტროფული რიცხვი. 2.02 პროცენტია სეიშელის კუნძულებზე და ნარკომომხმარებლების ამაზე დიდი რაოდენობა ისტორიის განმავლობაში არ დაფიქსირებულა.“ – თქვა ზოიძემ და განმარტა, რომ C ჰეპატიტსა თუ აივ ინფექციასთან ბრძოლისთვის დეკრიმინალიზაცია აუცილებელია.

„ჩვენ დღეს გვაქვს უნიკალური საშუალება, აღმოვფხვრათ C ჰეპატიტი, რომელიც აქვს ჩვენი მოქალაქეების 6%-ს, ამდენი ადამიანია დაავადებული C ჰეპატიტით და ეს კატასტროფული ციფრია. ეს არის ხავერდოვანი სიკვდილი, რომელიც წლების განმავლობაში ნელ-ნელა კლავს ადამიანს. სახელმწიფო უნიკალურ რამეს აკეთებს და მკურნალობს C ჰეპატიტით დაავადებულ ყველა ადამიანს, გვაქვს პრეტენზია, 2020 წლისთვის საერთოდ გავაქროთ ეს დაავადება. მაგრამ ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, რომლებმაც ჩაატარეს ამაზე კვლევა ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დაკვეთით, პირდაპირ გვითხრეს, რომ ეს არ იქნება, თუ არ მოხდა დეკრიმინალიზაცია და ჩვენ სინათლეზე არ გამოვიყვანეთ ეს ადამიანები. საინექციო მომხმარებლები, რომლებიც არიან დაავადებულები და მათ არ ვუმკურნალეთ, არ ჩავუტარეთ კვლევა. არ ვუთხარით, რომ ნუ გეშინიათ, კვლევას ჩაგიტარებთ, გიმკურნალებთ და C ჰეპატიტი აღარ გექნებათ.“ – განაცხადა პარლამენტში ნარკოპოლიტიკის საკომიტეტო განხილვისას კაკი ზოიძემ.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close