კატეგორიის გარეშე
BBC-ის ეთერში საქართველოს შესახებ რეკლამა გადის (ვიდეო)
საქართველოს ზამთრის კურორტებს BBC-ის მრავალმილიონიანი აუდიტორია გაეცნობა. ზამთრის ტურისტული კამპანიის ფარგლებში საქართველოს შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლის ჩვენება ტელეკომპანია BBC World News-მა დაიწყო.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მომზადებული ვიდეო რგოლი საქართველოს ზამთრის კურორტების, ტურისტული მიმართულებების და კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება.
ვიდეორგოლი უკვე გადის euronews-ის ეთრში.