საზოგადოება

,,9 მარტს დაღუპულთა ნაწილს საერთოდ არავინ დარჩა გამხსენებელი”

სერგო ვარდოსანიძე, ისტორიკოსი:

_ გვიახლოვდება 9 მარტი…

მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოველდღიური ხალხმრავლობაა, ზოგი ძველ ნივთებს ჰყიდის, ზოგიც საბჭოთა სიმბოლიკას, მხოლოდ 9 მარტს იგრძნობა აქ უჩვეულო გამოცოცხლება. ყოველწლიურად ამ დღეს იკრიბებიან 1956 წლის 9 მარტს საბჭოთა რეჟიმის მიერ მოწყობილი სისხლიანი სასაკლაოს მონაწილეთა შთამომავლები,მათ უმრავლესობას არ ახსოვთ ის 16-25 წლის ახალგაზრდები,რომელნიც სისტემამ სასიკვდილოდ გაიმეტა… სამწუხაროდ, იქ დაღუპულთა ნაწილს საერთოდ არავინ დარჩა გამხსენებელი.

ასეთი იყო 16 წლის კიაზო ჭანტურიძე,რომელიც ვაკის სასაფლაოზე განისვენებს და მის განსასვენებელს ყოველწლიურად სტუმრობს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი.

საოცარია ბედკრული ჩვენი ქვეყნის ისტორია. 1921 წლის 9 მარტს ახლანდელი პარლამენტის შენობასთან მრავლის მომსწრე ჭაღარა თბილისმა ტკივილითა და მწუხარებით მიწას მიაბარა ბოლშევიკურ ოკუპაციასთან ბრძოლაში დაღუპული ქართველი იუნკრები, ხოლო 34 წლის შემდეგ საბჭოთა სისტემის შემქმნელის დასაცავად გამოსული ახალგაზრდები გახდნენ სისტემის მსხვერპლნი…

p.s.2018 წლის 9 მარტს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება სხდომა, რომელიც მიეძღვნება 1956 წლის 9 მარტის მოვლენებს. 14 საათზე ვაკის სასაფლაოზე 9 მარტს დაღუპული კიაზო ჭანტურიძის საფლავზე დეკანოზი მიქაელ ბუკია გადაიხდის დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close