All for Joomla All for Webmasters
მთავარი მსოფლიო 9 ადამიანი ემსხვერპლა წყალდიდობას

9 ადამიანი ემსხვერპლა წყალდიდობას

9 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაკარგულად ითვლება აშშ–ის არიზონას შტატში მომხდარი წყალდიდობის შედეგად.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დაღუპულებს შორის ორი მცირეწლოვანია.
არიზონის შტატში ხანგძლივმა უამინდობამ მდინარე არიზონას ადიდება გამოიწვია. ქალაქ ფენიქსიდან 90 კილომეტრში მდებარე რამდენიმე სოფელი დაიტბორა. სტიქიამ საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა დააზიანა.
შტატის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ადგილზე სამაშველო ჯგუფები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი