თბილისში, სამგორის რაიონში, 70 წლის ქალი მისმა 41 წლის საყვარელმა კაცმა სცემა.

შემთხვევა გუშინ მოხდა. სანდო წყაროს ცნობით, ქალი ისე ძლიერად იყო ნაცემი, რომ ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.

მრავლობითი დაჟეჟილობითა და სავარაუდოდ, თავის შერყევით, ქალბატონი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. კაცი კი იცინდენტის შემდეგ, სახლიდან გაიქცა.

თუ რა გახდა კონფლიქტის მიზეზი უცნობია, თუმცა დაზარალებული ქალი ინციდენტის დროს, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

წყარო: itv.ge

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი