SOLO და კომპანია „გაერთე ივენთსი“, „m|group“-ის მხარდაჭერით –  7 მარტს, თბილისის საკონცერტო დარბაზში (ფილარმონიაში) წარმოგიდგენთ – Jocelyn Brown-ის კონცერტს.  არტისტი მსოფლიოში აღიარებული, R&B-ს, ფანკის, სოულის და გოსპელის შემსრულებელია. Jocelyn Brown-ი პირველად ეწვევა საქართველოს და ქართველი მელომანების წინაშე წარსდგება, კონცერტზე მისი შემოქმედებიდან ყველასათვის ცნობილი ჰიტები გაიჟღერებს.

კონცერტის ბილეთების შეძენა 16-21 თებერვლის ჩათვლით, შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე − www.tkt.ge, თავდაპირველად ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ SOLO-სთვის ექსკლუზიურად. 22 თებერვლის დილის 10:00 საათიდან კი, ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება.

თითოეულ SOLO მომხმარებელს, ერთჯერადად 10 ბილეთის შეძენის შესაძლებლობა აქვს – ბილეთის ფასი 60 ლარიდან იწყება;  ხოლო ის, ვინც არ არის SOLO –  ბილეთს 80 ლარიდან შეიძენს.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.SOLO.ge ; http://facebook.com/www.SOLO.ge

საკონტაქტო პირი მედიისთვის:

ხათუნა კაკაბაძე

(032) 2 444 444 *3252

(5 99) 206 246

khkakabadze@bog.ge

კომენტარები
Загрузка...