თქვენ ხართ საქართველოს ოქროს ფონდი _ ასე მიმართა ბრიფინგზე შალვა ნათელაშვილმა თავის ამომრჩეველს და კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა.

,,ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ ათეულ ათასობით ჩვენმა თანამოქალაქემ, მილიონების წვიმაში მოგვცა თავისი უანგარო ხმა. ეს ხალხი ამაღლებული და დიდია და კიდევ ერთხელ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო. 60 ათასი ხმა, რომელიც დავიჭირეთ და კიდევ რამდენიმე ათეულ ათასი, რომლებიც მიითვალეს უბნებზე, ან არ დაუშვეს მათი მისვლა, არის საქართველოს ოქროს ფონდი და მათი გამრავლება ქვეყნის გადარჩენის ტოლფასია.

აღმაშენებელს 30 ათასზე მეტი მხედარი არ ყოლია დიდგორის ომში, ხოლო ჩინგის ხანმა მსოფლიოს დაპყრობა 50 ათასი ჯარისკაცით დაიწყო. ისე, რომ ჩვენ მათთან შედარებით ბევრად მეტნი ვართ და კიდევ უფრო გავმრავლდებით“ _ განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი