საზოგადოება

51-ე სკოლაში ხანძარი გაჩნდა

თბილისში,  მელიქიშვილის გამზირზე, 51-ე სკოლის პირველ სართულზე  ხანძარი გაჩნდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. არსებული ინფორმაციით,  ცეცხლი პირველ სართულზე, კიბის უჯრედში, სკოლის ინვენტარს გაუჩნდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში  აცხადებენ, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. მათივე ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია სკოლის ინვენტარი და დაახლოებით 20 კვადრატული მეტრის ფართობი.

ერთ-ერთი ვერსიით, აალება, სავარაუდოდ, მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.

როგორც  „Sputnik-საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში  განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება   საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს  სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close