All for Joomla All for Webmasters
მთავარი საზოგადოება 50-მდე ადამიანს ეძებენ თრუსოს ხეობაში

50-მდე ადამიანს ეძებენ თრუსოს ხეობაში

თრუსოს ხეობაში ექსკურსიაზე მყოფ 50-მდე ადამიანს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

“პირველს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, რომ ხეობაში ცუდი სატელეფონო მომსახურებაა, რის გამოც მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება.
სამძებრო სამუშაოებში მაშველები არიან ჩართულები.
ექსკურსიაზე მყოფი სტუდენტების დაკარგვის შესახებ ინფორმაცია გუშინ გვიან ღამით გავრცელდა. ყაზბეგის გამგებელმა აღნიშნა, რომ ტერიტორია მობილური კავშირგაბმულობის დაფარვის ზონაში არ არის.
ექსკურსიაზე მყოფი ადამიანების ოჯახის წევრები აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებულები არიან.
საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე გუშინ ძლიერი წვიმა და სეტყვა იყო, როს გამოც პრობლემები შეიქმნა.

პირველი

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი