მსოფლიო

4 ენაზე გამართული ჯვრისწერა _ კადრები ვალერი მელაძის ქალიშვილის ქორწილიდან (ვიდეო)

მომღერალ ვალერი მელაძის უფროსი ქალიშვილის გათხოვების ამბავი საზოგადოებამ ჯერ კიდევ ზამთარში შეიტყო. მაშინდელი ცერემონია ძალიან ვიწრო წრეში, ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე ჩატარდა. თავად ვალერი მელაძე და პატარძლის უმცროსი და, სონია, მოუცლელობის გამო ვერ დაესწრნენ ამ ქორწილს, ვერც ნათესავებმა გაიზიარეს  25 წლის ინგასა და ფინანსისტ ნორი ვერგიზის ბედნიერება. ქორწილი მხოლოდ ხელის მოწერის ცერემონიით შემოიფარგლა.

„ვერ ვაღიარებ იმ ქორწინებას, სადაც დრო არ მიტარებია“ – განაცხადა ვალერიმ და შეუღლებიდან რამდენიმე თვის შემდეგ მეორე, ამჯერად  გრანდიოზული ქორწილიც დაგეგმა.

ზეიმი მარაკეშში შედგა. საკურთხეველთან პატარძალი მამამ მიაცილა. სიძე ბრიტანელია თუმცა მაროკოული ფესვები აქვს. სიძე-პატარძლის ახლობელთა წრე კი იმდენად მრავალეროვანი წარმოშობისაა, რომ ცერემონია 4 ენაზე შედგა: ინგლისურად, რუსულად, ფრანგულად და არაბულად. რა თქმა უნდა, სიმამრმა გემრილად მოილხინა და სტუმრებს თავისი შესრულებით არაერთი ჰიტი მოასმენინა. მამასთან ერთად ინგამაც იმღერა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close