ინდონეზიაში ცხოვრობს თორაჯის ტომი, რომელიც დღემდე ინახავს და ასრულებს ერთ მეტად უცნაურ ტრადიციას: მიცვალებულების პატივისცემის ნიშნად, მიცვალებულებს ამოასვენებენ საფლავებიდან და ახალი ტანსაცმლით მოსავენ. ამ ტომის ხალხი სამ წელიწადში ერთხელ თორაჯის ტომი წევრები სულავესის კუნძულიდან ამოასვენებენ მიცვალებულებს, წმენდენ მათ და ახალი ტანსაცმლით მოსავენ.
ამ რიტუალს, რომელსაც ფესტივალის სახე მისცეს ადგილობრივები “მანენეს” ეძახიან და ამ პერიოდში პესტივალზე ათასობით ტურისტი ჩადის, ტომის წევრები მიცვალებულებთან ერთად პოზირებენ და სურათებს იღებენ.
ეს ტრადიცია, რომელიც ითარგმნება როგორც “მიცვალებულების გვამების გაწმენდა”, დაახლოებით 100 წლისაა.
დასაფლავება–ესაა ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი მოვლენა ტანა თორაჯის მთიან ადგილზე მცხოვრები თორაჯის ტომის ცხოვრებაში.
ამ ტომის ხალხი მთელი ცხოვრება აგროვებს ფულს, რათა მისი ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში ღირსეული დასაფლავება მოუწყონ მას.
ხანდახან მიცვალებულს რამდენიმე კვირის, იშვიათად კი მთელი წლის გასვლის მერე ასაფლავებენ, რათა მანამდე ფული შეაგროვონ და მიცვალებული პომპეზურობით დაკრძალონ.
ამ ტომის ხალხი მიცვალებულის დაკრძალვისას გამოთხოვების ცერემონიას არ აწყობს. როცა მიცვალებული მოხუცია მას ახვევენ რამდენიმე ფენად სქელი ქსოვილის ნაჭერში, რითაც გვამის გაფუჭებას აფერხებენ დიდი ხნით, მიწაც სპეციფიური შემადგენლობისაა კუნძულ სულავესზე და გვამი დიდხანს იინახება.
დაკრძალვის მერე ყოველ მესამე წელს ამოასვენებ ენ გვამს, წმენდენ ახალ ტანსაცმელს აცმევენ და ნათესავებს აჩვენებენ.
საშუალო და ახალგაზრდა ასაკის მიცვალებულებს კი ჩვეულებრივად მიცვალებულის სასახლით ასაფლავებენ.
“მანენეს” ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი მიცვალებულების სასახლეების შეცვლა და შეკეთებაა.
თორაჯის ტომი ცხოვრობს მაღალმთიან კუნძულ სულავესზე ინდონეზიაში. ეს ადგილი ძნელად მისასვლელ ადგილზეა, მოსახლეობასაც უცხოელებთან პრაქტიკულად არანაირი კავშირი და შეხება არ ჰქონდა 1970 წლამდე, მანამ სანამ კუნძული არ მოინახულეს ჰოლანდიელმა მისიონერებმა.
სწორედ ამ მისიონერების მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ გახდა ცნობილი, ამ ტომის და ამ ტომის ტრადიციების შესახებ დანარჩენი სამყაროსათვის.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი