საზოგადოება

29 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

თერჯოლაში 29 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით ყელის არეში აქვს მიყენებული. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შსს ინფორმაციით, დანაშაული გახსნილია და ბრალდებული დაკავებულია.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close