საზოგადოებაცხოველთა სამყარო

,,ეს ძაღლები დაპატიმრებული არიან მუნიციპალურ თავშესაფარში, სრულიად უდანაშაულოდ”

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი განცხადებას ავრცელებს:
,,ეს გასტერილებული, დაბირკული და ცოფზე აცრილი ძაღლები აი ასე ცხოვრობდნენ მეტრო დელისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყავდათ მიმკედლებელი, რომელიც ზრუნავდა მათზე. სამწუხაროდ, დღეს ისინი დაპატიმრებული არიან მუნიციპალურ თავშესაფარში, სრულიად უდანაშაულოდ, ერთი ახალგაზრდა კაცის მოთხოვნით.
გუშინ, 27 ივნისს ტელევიზიით (რუსთავი – 2. კურიერში) ამ ახალგაზრდამ ამცნო საზოგადოებას, რომ თურმე ის ხშირად აჭმევდა საკუთარი ხელიდან ამ ძაღლებს, მაგრამ რადგან 23 ივნის, როცა ის საკუთარ ძაღლს ასეირნებდა შეუშინეს, დაუყეფეს და ეს გახდა მიზეზი მონიტორინგის სააგენტოს მიერ ძაღლების გადაყვანისა მუნიციპალურ თავშესაფარში მათზე დაკვირვების და ქცევის კორექციის მიზნით.
სააგენტოს განმარტებით, ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.
მივმართავ თხოვნით ამ ახალგაზრდას, ივანე გუდუნა დარბუაშვილს, თუ გიყვარს ძაღლი, გამოიჩინე გულისხმიერება, შემოუერთდი ცხოველთა დამცველებს მოთხოვნით: დაბრუნდეს სამივე ძაღლი უკან, მეტრო დელისის მიმდებარე ტერიტორიაზე”.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close