სამართალი და კრიმინალი

24 წლის ქართველ მამაკაცს უზბეკი ქალი თურქეთის საზღვარზე ჩემოდნით გადაჰყავდა

თურქმა მესაზღვრეებმა სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება. როგორც გამოცემა Cumhuriyet-ი წერს, დაკავებულები არიან საქართველოსა და უზბეკეთის მოქალაქები. გამოცემის ინფორმაციით, ქართველი ახალგაზდრა მამაკაცი ცდილობდა საზღვარზე ჩემოდანში დამალული ქალი გადაეყვანა. ამასთან, როგორც მედია აღნიშნავს, 27 წლის უზბეკეთის მოქალაქე თურქეთიდან დეპორტირებული იყო, რომელსაც ქვეყანაში შესვლა 5 წლით ეკრძალებოდა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close