საზოგადოება

23 მარტს, პარტნიორმა ასოციაციებმა „ჩვენი სახლი-საქართველო“ და „სოციალური ქოლგა“, საქართველოს რეგიონში განხორციელებული აქტივობების შედეგები წარადგინეს

ბავშვის მიტოვების პრევენციის მიზნით საქართველოს 6 რეგიონში შერჩეულ მოწყვლად ოჯახებთან  იმუშავეს პროფესიონალმა სოციალურმა მუშაკებმა და ფსიქოლოგებმა 9 თვის განმავლობაში. შედეგთა ჩამონათვალშია: დასაქმება, ბავშვის რეინტეგრაცია, ალკოჰოლზე დამოკიდებულების მკურნალობა, პოზიტიური მშობლობის უნარების განვითარება, ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება, შშმ პირებზე ზრუნვის უნარ-ჩვევების განვითარება, ბავშვების ჩართვა სკოლამდელ და სასკოლო განათლების პროცესში, ოჯახური ურთიერთობების დარეგულირება და სხვ.

შეიქმნა მიმღები მშობლების მომზადების ტრენინგ პროგრამა, აგრეთვე მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების, ნევადას შტატის, უოშოს ოლქის სოციალური მომსახურების, მინდობით აღზრდისა და  შვილად აყვანის დეპარტამენტის ტრავმაზე ფოკუსირებული ტრენინგ-პროგრამის გაზიარება, რის საფუძველზეც გადამზადდა ქვემო ქართლის რეგიონის 25 მიმღები მშობელი.

ჩატარდა საჯარო სკოლების მოზარდებისა და მცირე საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიციარების ცნობიერების ასამაღლებელი დისკუსიები, რომელსაც უძღვებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული, წარმატებული ახალგაზრდები/თანასწორგანმანათლებლები. ისინი შეხვდნენ 500 მოზარდს (14 საჯარო სკოლა და 12 მცირე საოჯახო ტიპის სახლი), საქართველოს 5 ქალაქში და 4 სოფელში. დისკუსია ეხებოდა მზრუნველობამოკლებული ბავშვების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებას, ბულინგს, ოჯახურ ძალადობას, წარმატების მიღწევის გზებს და სტიგმის დაძლევას.

პროექტი დააფინანსა ევროკავშირმა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტომ და განხორციელდა საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მხარდაჭერით.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close