ქობულეთში, სოფელ ლეღვაში უბედური შემთხვევა მოხდა. არასრულწლოვანმა ძმამ სანადირო თოფით და მოკლა.
შემთხვევა დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა. სავარაუდოდ, მოზარდს იარაღი შემთხვევით გაუვარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.
მიშკა ძიძიგური
კომენტარები
Загрузка...