საზოგადოება

150 წლის მაგნოლია ივანიშვილის სამიზნეა _ ხის 94 წლის მეპატრონეს მოკვლის მუქარა შეუთვალეს

ბიძინა ივანიშვილი ხეების ამოთხრას სამეგრელოში იწყებს. 94 წლის ოლია თოდუას სახლის ეზოში მდგარი 150 წლის მაგნოლია ყოფილი პრემიერის სამიზნეა.

მაგნოლიის მიყიდვა მეპატრონეს არაერთხელ სთხოვეს, თუმცა უარი მიიღეს. ამის შემდეგ კი ოლია თოდუას უთხრეს, რომ უარის გამო, შეიძლება, მოეკლათ. მას შეეშინდა და აზრი მხოლოდ ამის გამო შეიცვალა.

როგორც გაირკვა, მოხუცს ახალი სახლის აშენებას დაჰპირდნენ, რადგან ხის ფესვები საცხოვრებელი სახლის ქვემოთ გადის და მისი მოთხრის შემთხვევაში, 94 წლის ოლია თოდუას სახლი დაინგრევა.

ზუგდიდის რაიონის სოფელ აბასთუმანში ამბობენ, რომ პირადად ბიძინა ივანიშვილი არ უნახავთ, მაგრამ გაიგეს, რომ 150 წლიანი ხით სწორედ ყოფილი პრემიერი დაინტერესდა.

ოლია თოდუას მაგნოლია არ არის ერთადერთი ხე, რომელიც ივანიშვილს სამეგრელოდან თავის ბაღში გადააქვს. სოფელ ინგირში საუკუნოვანი მუხის გადატანის სამუშაოები დაწყებულია.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close