სამართალი და კრიმინალი

13 წლის მოზარდს ეძებენ

ქუთაისში 13 წლის მოზარდს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, გიორგი თორდინავა სახლიდან გუშინ გავიდა და აღარ დაბრუნდებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ შეტყობინება გუშინ გვიან ღამით შევიდა და 30-მდე მაშველი მდინარე რიონის რამდენიმე მონაკვეთზე სამძებრო სამუშაოებს ამ დრომდე აწარმოებს. ფაქტთან დაკავშირებით Facebook-ზე ერთ-ერთი მომხმარებელი წერს:

 

“იძებნება ბავშვი 13 წლის (გიორგი თორდინავა.) გუშინ სახლიდან წავიდა 2 საათზე მის მერე არ მისულა,ოჯახის წევრებს უთხრა, რომ მეგობართან მიდიოდა, თუმცა მოგვიანებით გაიგეს, რომ მასთან არ მისულა…პოლიცია ამ საქმეში ჩარეულია და როგორც გაიგეს ორ მეგობარს ხელი უკრავს

წათამაშებით) და რიონში ჩავარდნილა და შველას რომ ითხოვდა, შეშინებიათ და წასულან! ამ საქმეში ჩართულია როგორც პოლიცია, ასევე მაშველები და მყვინთავები… თუ ვინმე იპოვით ამ ბავშვს დაუკავშირდით პოლიციას.”- წერენ სოციალურ ქსელში.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close