კატეგორიის გარეშესაზოგადოება

საქართველოში მაღაზიის გახსნის შესახებ ინფორმაცია, H&M-ის ოფიციალურ გვერდზეც განთავსდა

H&M თბილისის პირველი მაღაზიას „გალერია თბილისში”, 2017 წლის შემოდგომაზე გახსნის. მაღაზია “გალერია თბილისის” სამ სართულზე 3000 კვადრატულ მეტრზე განთავსდება. ინფორმაციას Commersant ავრცელებს.

როგორც  H&M–ის რეგიონული მენეჯერი ავსტრიაში, სლოვენიაში, ხორვატიაში, სერბეთსა და საქართველოში კლაუდია ოსვალდი აცხადებს, ქართული H&M მომხმარებლებს შესთავაზებს ტრენდულ სამოსსა და ხარისხს საუკეთესო ფასად.

„ძალიან გვიხარია, რომ როგორც იქნა, საქართველოში პირველ მაღაზიას ვხსნით! ჩვენთვის დიდი პატივია, თბილისელ მოდის მოყვარულებსა და ჩვენს მომავალ მომხმარებლებს ახალი სტილის პოვნისა და რაციონალური შოპინგის საშუალება მივცეთ და მოდაში საკუთარი განაცხადის გაკეთებაში დავეხმაროთ, – აღნიშნავს კლაუდია ოსვალდი.

საქართველოში მაღაზიის გახსნის შესახებ ინფორმაცია, H&M-ის ოფიციალურ გვერდზეც განთავსდა

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close