საზოგადოება

,,12 ქართულ ხელნაწერს ჭიები ჰყავს შესეული”

,,ეს იქნება ძალიან კარგი საქმე! წულუკიანი თეა, საქართველოს ეროვნული არქივი/National Archives of Georgia.

მოგმართავთ, როგორც ერთი ჩვეულებრივი ქართველი, რომელმაც იცის სიძველეებისადმი და ხელნაწერებისადმი როგორია პირადად თქვენი და ზოგადად ეროვნული არქივის მიდგომა. საჯაროდ გთხოვთ, დაინტერესდეთ, დაუკავშირდეთ პოლონურ მხარეს და გადაარჩინოთ ადრე შუა საუკუნეების ქართული ხელნაწერები.

პოლონეთის რესბულიკაში, კერძოდ, ქალაქ კრაკოვში, ჩარტო რიისკის სახელობის ბიბლიოთეკაში 12 ქართული ხელნაწერი კატასტროფულ მდგომარეობაში ყოფილა, ხელნაწერებს ჭიები ჰყავს შესეულიო. პოლონური მხარე თურმე ქართული ხელნაწერების რესტავრაციის საქმეში ჩვენი სახელმწიფოს თანადგომას ითხოვს. ეს არის XII საუკუნიდან მოყოლებული XVII ჩათვლით რელიგიური შინაარსის ქართული ხელნაწერები, რომელიც პოლონელმა მეცენატმა ჩარტო რიისკიმ შეიძინა პარიზში გამართულ აუქციონზე, XIX საუკუნეში და შემდეგ თავის ქვეყანას დაუტოვა. ხელნაწერების პარიზის აუქციონზე თურმე ქართული ეკლესია-მონასტრების ძარცვის შედეგად მოხვდა.

ეს ინფორმაცია „იბერიას“ ეთერში, გადაცემა „ფაბრიკაში“ მოვისმინე, რომლის სტუმარი გახლდათ ვაჟა კიკნაძე, როგორც მკვლევარი, რომელიც პოლონეთიდან ახლახანს დაბრუნდა. ახლო წარსულში ბატონი ვაჟა ისტორიის ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა და რამდენადაც ვიცი, ამ თანამდებობას ამჟამადაც იკავებს, ოღონდ ისტორიის ინსტიტუტი რას და როგორ საქმიანობს, ეს აღარ ვიცი. გადაცემა ეთერში გავიდა 2017 წლის 27 დეკემბერს, 16:08-დან 16:31-ე წუთის ჩათვლით.

გულითადად ნინო მიქიაშვილი, ა/ო. „მემკვიდრეობა და სამართალის“ დამფუძნებელი და მედია-კავშირ “ობიექტივში” გადაცემა “მემკვიდრეობას” ავტორი და წამყვანი

ფოტოზე მინაწერი – ეს ფოტო ინტერნეტიდან ავიღე. ეს არ არის იმ ხელნაწერის ფრაგმენტი, რომელიც პოლონეთშია” _ აცხადებს ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close