გუშინ, ღამით გეგა ფალავანდიშვილის ფანჯრას ტყვია მოხვდა, რის შესახებაც გეგამ თავად დაწერა ფეისბუქის პირად გვერდზე და გამოაქვეყნა ფოტოც.

„ღამის 12 საათზე საწოლი ოთახის ფანჯარაში რიკოშეტით მოხვედრილი ტყვია რა პრობლემაა 2017 წელს?!

აქვე დავამატებ ყველას დასანახად.
P.S: ყველა კარგად ვართ, დაზიანდა შუშა, მადლობა მეგობრებს შეწუხებისთვის და ვაკის პოლიციას გამოხმაურებისთვის 🙂 მშვიდობიან ღამეს გისურვებთ!

P.P.S. კომპეტენტურმა ხალხმა თქვა, ეს ტყვია კი არა, კისტის თოფი ან პნევმატური იარაღი იქნებოდაო! მეც თავისუფლად ამოვისუნთქე:)))“ – დაწერა გეგა ფალავანდიშვილმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი