კატეგორიის გარეშე

ჰავაიზე ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ჰავაის კუნძულებზე, ქალაქ ჰონოლულუს ცენტრში მრავალსართულიანი კორპუსში გაჩენილ ხანძარს სამი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ გამოცემა Honolulu Star-Advertiser წერს. კიდევ ორი ადამიანი მხუთავი აირით მოწამვლის შედეგად ჰოსპიტალიზებულია.

 

საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი თავდაპირველად  კორპუსის 26-ე სართულზე გაჩნდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მის ლიკვიდაციას სახანძრო სამსახურები ამ დრომდე ცდილობენ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close