საზოგადოება

ჯანსუღ ჩარკვიანის მდგომარეობა დამძიმდა

პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი ინსულტის დიაგნოზით არამიანცის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი შვილის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ჯანსუღ ჩარკვიანს ინსულტი აქვს და მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

„ძალიან მძიმედაა, უკიდურესად მძიმედ, ინსულტი აქვს. 10 დღის წინ საავადმყოფოში მოვათავსეთ. გუშინ მდგომარეობა ძალიან დამძიმდა და ცნობიერებაც დაკარგა. ფილტვის პნევმონიაც აქვს. ექიმები ყველაფერს აკეთებენ მისი მდგომარეობიდან გამოსაყვანად. მთელი საქართველოგვირეკავს, სიყვარულიც ეს ყოფილა, გაოცებულები ვართ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მისი თქმით, ჯანსუღ ჩარკვიანის ჯანმრთელობის გაუარესება ნერვულ სტრესს უკავშირდება.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close