საზოგადოება

,,ხვალ, 9 მაისს, რა გადაუდებელი საქმეც არ უნდა გქონდეთ, დილის 9 საათზე, ვაკის პარკში მობრძანდით!”

,,ქართველებო, ეს ჩვენი ღირსების საქმეა!

ქართველებო, საქართველოს მოქალაქენო, ხვალ,
9 მაისს, რა გადაუდებელი საქმეც არ უნდა გქონდეთ და რა მოუგვარებელი პრობლემაც არ უნდა გაწუხებდეთ, დილის 9 საათზე, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან უნდა მობრძანდეთ!

იმ ჯარისკაცის საფლავთან, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე უყოყმანოდ გაწირა ჩვენი სიცოცხლის გადასარჩენად და მკერდი ტყვიას შეაგება.

დღეს მისი ღირსებაა გადასარჩენი იმ მტარვალებისგან, რომლებიც მას ეუბნებიან, რომ საბჭოთა სოციალიზმი და გერმანული ფაშიზმი ერთი და იგივე უბედურება იყოო, სტალინი და ჰიტლერი ერთი და იგივე ბოროტება იყოო.

ერთნაირად უჭირთ და ერთნაირად ტკივათ ჭრილობები დიდ სამამულო ომში დაცემულ გმირებსა და დღემდე ცოცხალ ვეტერანებს, რომლებსაც შეურაცხყოფას აყენებენ იმით, რომ საბჭოთა სიმბოლიკას კრძალავენ – იმ სიმბოლიკას, რომელთა დასაცავად მილიონები იხოცებოდნენ და, რომლის სათავეში კაცობრიობის უდიდესი შვილი, ეროვნებით ქართველი იოსებ სტალინი იდგა.

მობრძანდით 9 მაისს, 9 საათზე, ვაკის პარკში, გავამხნევოთ ქართველი ვეტერანები.
ჩვენი მისვლით და პატივის მიგებით ჭრილობები მოვუშუშოთ და მალამოდ დავედოთ ბრძოლის ველებზე დაცემულ ასეულ ათასობით ქართველ გმირს, გავამხნევოთ ისინი, ვუთხრათ, რომ დროებითია ფაშიზმის ის სამარცხვინო აღზევება, რისი უტყუარი დასტურიც ეს სამარცხვინო წერილი გახლავთ, რომელიც გუშინ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გამომიგზავნა და, რომელსაც კიდევ ერთხელ ვაქვეყნებ…

” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვალერი კვარაცხელია.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close