ვიდეოსაზოგადოება

,,ხელისუფლების მიზანია, დაიხუროს ტელეკომპანია იბერია” _ ვახო ხუზმიაშვილის საგანგებო განცხადება

,,ტელეკომპანია იბერიას ერთი წლის განმავლობაში უკვე მეორედ უწევს საგანგებო განცხადების გავრცელება. ტელევიზიის მუშაობა სერიოზული საფრთხის ქვეშაა. იბერიას ხელისუფლებამ გადაუკეტა დაფინანსების მთავარი წყარო, კომპანია –  ომეგა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია იბერია, პარალიზებულია. ხელისუფლებამ მიზანმიმართულად  გააჩერა ფაბრიკა. ჟურნალისტებს გვაქ ინფორმაცია, რომ ეს ხდება საგანგებოდ, რომ აღარ ისმოდეს ჩვენი ეთერიდან კრიტიკული აზრი. როგორც ჩანს ხელისუფლების მიზანია, დაიხუროს ტელეკომპანია იბერია და ვეღარ მოვახერხოთ ჩვენი პროფესიული საქმიანობის გაგრძელება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ომეგა ჯგუფზე ხდება ზეწოლა, რომ შემდეგ ხელში ჩაიგდონ ტელეკომპანია.

კატეგორიულად მოვითხოვთ, შეწყდეს დარტყმა დამოუკიდებელ მედიაზე და მიეცეს მუშაობის საშუალება ომეგა ჯგუფს. მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს, სახალხო დამცველს, არასამთავრობოებს, ჩვენს კოლეგებს დაგვიჭირონ მხარი, რომ არ შეწყვიტოს არხმა მაუწყებლობა”. – განაცხადა  ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა  ვახო ხუზმიაშვილმა ტელეკომპანია იბერია-ს ეთერში.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close