პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: მინდა დაგამშვიდოთ, პოლიტიკური დევნა დიდხანს არ გაგრძელდება

“როგორც ხედავთ გადაკეტილია მთელი ქუჩა. პოლიციის ძალიან დიდი რაოდენობა და სპეცნაზია მობილიზებული, ასევე ეროვნული გვარდია. ჩვენ ვიცით ის, რომ დააკავეს და აქ ველოდებით ახლა ჩვენს მხარდამჭერებს. ეს არის ნამდვილად ის, რის გამოც არ იდგა უკრაინელი ხალხი მაიდანზე. მე გამძლეობას ვუსურვებ მიხეილ სააკაშვილს. მინდა მივმართო იმ ქართველებს, რომლებიც ახლა ნერვიულობენ და განიცდიან, ყველაფერი კარგად იქნება ჩემო მეგობრებო. მინდა დაგამშვიდოთ. პოლიტიკური დევნა დიდხანს არ გაგრძელდება.

ახლა შევლენ მასტან ადვოკატები და რა ინფორმაციაც გვექნება, დროდადრო გავავრცელებთ. ახლა ველოდებით ინფორმაციას იზოლატორიდან.

არავითარ ბრალდებაზე და სამართლებრივ დეტალებზე საუბარი ახლა აბსურდულია. ეს არის პოლიტიკური დევნა, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და არც ამ ქვეყანაში და არც ჩვენს ქვეყანაში აღარ იქნება პოლიტიკური დევნა. “-განაცხადა ხატია დეკანოიძემ ამ წუთებში “კურიერთან”.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close