საზოგადოება

ხანძარი უკვე ჩამოსულია ქალაქ ბორჯომის ერთ-ერთ უბანთან – რა ელის ისტორიულ კუკუშკას?

ბორჯომის ხეობაში ცეცხლი კვლავ მძვინვარებს. ,,ევრონიუს ჰოლდინგი”  ბორჯომის საკრებულოს ლეიბორისტ დეპუტატს, გიორგი გიუაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ცხელ-ცხელი ინფორმაციები მოგვაწოდა.

გიორგი გიუაშვილი:

_ ყოველდღიურად, დღის მეორე ნახევრიდან  ხანძარი ძლიერდება, ამის ძირითადი და ხილული მიზეზი გახლავთ ქარი და არასაკმარისი ცოცხალი ძალა. მხოლოდ ვერტმფრენებით ამ ცეცხლის  ჩაქრობა შეუძლებელია,

დღეს, როგორც იქნა, შემოიყვანეს  სამხედრო ძალები. მიმაჩნია, რომ მეექვსე დღეს სამხედროების ჩართვა ხანძრის ჩაქრობის კამპანიაში, არის ძალიან დაგვიანებული. მეორე დღესვე უნდა მომხდარიყო ამგვარი მობილიზაცია.

ხანძარი უკვე ჩამოსულია ქალაქ ბორჯომის ერთ-ერთ უბანთან, ე.წ. არდაგანის სასაფლაოებამდე. თქვენ გაინტერესებთ ბორჯომი-ბაკურიანის მატარებლის – კუკუშკას ბედი. ამ ეტაპზე ხანძარს ისტორიული  მატარებლის ხაზთან შეხება არ აქვს, რადგან მატარებლის ხაზი მდინარის მეორე მხარეს გადის,

ბელორუსული გოლიათი ვერტმფრენი – ,,მი-26″  რატომღაც პაწაწინა, 2 ტონიანი ავზით დაფრინავს, ეტყობა, ,,დიდი პროპელერებით აქრობს ხანძარს”.  ხანძრის კერები წაღვერის მიმართულებითაც გაჩნდა. ძალიან ცუდი მდგომარეობაა, ძალიან…

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close