საზოგადოება

,,ხალხი, ვინც არასდროს მინახავს თბილისობის მზადების არცერთ ეტაპზე, რას ჰყვებიან, გაგიჟდება კაცი”

,,1979 წლის პირველი თბილისობიდან ყველა საორგანიზაციო ჯგუფში ვიყავი. 1995 წელს 7 წლის პაუზის შემდეგ დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად აღვადგინე და დავაბრუნე თბილისობა. ტელევიზიით და რადიოთი გამოდის ხალხი, ვინც არასდროს მინახავს თბილისობის მზადების არც ერთ ეტაპზე და რეებს ყვებიან, გაგიჟდება კაცი, საიდან იგონებენ ამდენ სისულელეებს?

ნეტავ რა კრიტერიუმებით არჩევენ რესპოდენტებს ეთერში? ბევრჯერ დამირეკეს და მთავაზობენ პოლიტიკურ საკითხებზე და თბილისის პრობლემებზე თოკ_შოუებში მონაწილეობას, მაგრამ მე ვერასდროს ვერ დავჯდები ეთერში გაუგებარ ხალხთან ერთად(რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება). თუ სურთ მარტო ვილაპარაკებ ნებისმიერ თემაზე, განსაკუთრებით თბილისზე, მაგრამ ეს არ უნდათ, მაგათ უნდათ სკანდალი და დაპირისპირება!” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნიკო ლეკიშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close