საზოგადოება

,,ხალხის დაწინაურების განსაზღვრის მთავარი ბარომეტრი ისაა, ვინ უფრო მაგრად ებრძვის ივანიშვილს?”

,,ერთი დაკვირვების შედეგი მინდა გაგიზიაროთ. მოკლედ, ვინც 2011-2012 წლებში ბიძინა ივანიშვილს გამალებით ებრძოდა, მაინც და მაინც ის ხალხი, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში დღეს მაღალ თანამდებობებს იკავებს. ვინც “ქართუ”- ს ანადგურებდა, ეს მგზნებარე “ანტიკორუფციონერებიც” “ქართულმა ოცნებამ” შეისრუტა, დააწინაურა და წაახალისა. ვინც 2013-2017 წლებში ივანიშვილს აგინა, შეურაცხყოფა მიაყენა და ათას მაქინაციაში დაადანაშაულა და ახლაც ადანაშაულებს (არაფერს ვამბობ რუსი ოლიგარქობისა და არაფორმალური მმართველის თემების აქტუალიზებაზე), ამ პატივცემულმა ბატონებმა და ქალბატონებმაც ლამისაა პარლამენტიც დაიპყრეს, მთავრობაც და სასამართლოც… “ქართულ ოცნებას” და კვირიკაშვილს ვეკითხები: ხალხის დაწინაურების, საკადრო პოლიტიკის განსაზღვრის მთავარი ბარომეტრი მაინც და მაინც ისაა, ვინ უფრო მაგრად ებრძოდა და ებრძვის ივანიშვილს? ვინ უფრო მაგარ შეურაცხყოფას აყენებს ივანიშვილს? ვინ უფრო გაავებული ლანძღავს ივანიშვილს, თუ როგორაა თქვენი საქმე?” _ აცხადებს პარლამენტის ვიცე სპიკერი ირმა ინაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close