საზოგადოება

,,თაობა, რომელსაც ტერიტორიები დასაბრუნებელი აქვს, ჩაკაიფებული როგორ შეძლებს ამის მოგვარებას?”

ადვოკატი ზურაბ თოდუა საინტერესოდ აფასებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მარიხუანას ლეგალიზებასთან დაკავშირებით.

ზურაბ თოდუა:

_ საქართველოს საკონსტიტუციუო სასამართლოს გადაწყვეტილებები მარიხუანას ლეგალიზაციაზე პასუხობს თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებს პირის თავისუფლების უფრო მაღალ ხარისხში აყვანას – ,,ჩემი სხეული მეკუთვნის მე და რასაც და როგორც მინდა ისე და იმდაგვარად მოვეპყრობი”.

მეც მინდა ასეთი თავისუფლება, მაგრამ რამდენადაა იგი მისადაგებული ქართული ეროვნული სახელმწიფოებრივი სინამდვილსადმი და რა უნდა გაკეთდეს საკანონმდებლო ბაზაზე ისე, რომ იგი ერთდროულად დროის მანქანის პრეტენზიებს პასუხობდეს და ერი არ დააზარალოს?

ბოლო დღეებია, ფართოდ ვრცელდება ამ მცენარის ლეგალიზაციის შემთხვევაში ქვეყნის ბიუჯეტისათვის სავარაუდო მისაღები, მეტად მაცდუნებელი შემოსავალი.  მაგალითად, კოლორადოს შტატში (მოსახლეობა 5 მილიონი და ცოტა მეტი) მარიხუანათი ერთობა მოსახლეობის 9%. დაახლოებით ამდენივეა (340 000) საქართველოში. თუ გრამ მარიხუანას საქართველოს სახელმწიფო 10 ლარად გაყიდის, ბიუჯეტში, ტურისტების ბუმის ჩათვლით (თურმე 53 ტონა მოსავალი ერთი წლის მარაგია) დაახლოებით 4 მილიარდ ლარამდეა მოსალოდნელი, რაც პენსიების 200 ლარამდე და თავდაცვის ბიუჯეტის 2,5% -ით გაზრდას იძლევა.

მოდით, ამ პრობლემაზე სამართლებრივად და მის შედეგებზე ვილაპარაკოთ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილებაში ჩაწერა  _ „კანაფის მოხმარება არ შეიძლება დასჯადი იყოს სახელმწიფოს მხრიდან, თუ მომხმარებელი გარშემო მყოფთ არ უქმნის მყისიერ  (ხაზგასმა ჩემია) საფრთხეს“.

რას ნიშნავს „მყისიერი საფრთხე“? – თუ მომხმარებელი პირდაპირ და უშუალოდ არ ემუქრება საზოგადოების სხვა წევრის ნორმალურ თანაარსებობას, ანუ არ ესხმის თავს და არ უშლის ხელს თავისუფალ არსებობაზე, მისი უფლებების განხორციელებაზე (დაახლოებით ღვთაებად ქცეული  ქვის ქანდაკება მაგდუ, რობიზონ კრუზოსთან მართებაში, როდესაც მას „ძინ-ძინი“ მოუნდა ვადაზე ადრე).

მიმაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სწორედ აქ ჩამარხა „ძაღლის თავი“. რამეთუ ლოგიკური კითხვა მაქვს გადაწყვეტილების მიმღებ პატივსადებ სასამართლოსთან – კი ბატონო, გეთანხმებით, რომ მყისიერობა ნამდვილად უნდა აღიკვეთოს და პირს უნდა ჰქონდეს უფლება მისი სხეულისადმი დამოკიდებულების ნაწილში (მაგ.ღვედი გაიკეთოს თუ არა ავტომანქანაში).

ასეთი უფლება პირის დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხია, მაგრამ თუ გიფიქრიათ არამყისიერობის საბოლოო და სახელმწიფოებრივ შედეგებზე, ვინემ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდით? ეს შედეგი მე, რიგითს (საბედნიეროდ, ჯერ კიდევ უამრავი ვართ) ძალიან მაინტერესებს, როგორ განვითარდება ახალგაზრდობის (340 000 საქართველოს მოქალაქე) ის ნაწილი,  რაოდენ სახელმწიფოსათვის, ერისათვის გამოსადეგი შეიძლება გახდეს თაობა, რომელსაც ტერიტორიების 2/3 ოკუპირებული აქვს და ეს ტერიტორიები დასაბრუნებელია. ანუ თაობა, რომელსაც უფრო ეროვნული და სახელმწიფოებრივი პრობლემა გააჩნია ვინემ ჩაკაიფებული არსებობა, რამდენად შეძლებს პრობლემის მოგვარებას.

ვაცხადებ- ეს თაობა საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივ რეჟიმში არა თუ ვერ  შეძლებს, არამედ, მისი უპოტენციობით მის მომავალ თაობასაც სამართლებრის სფუძვლებს „აახევს“ და „ჩააკაიფებს“.

გამომდინარე ამ პრობლემიდან, ვინემ ჩემს თაობაში ჯერ კიდევ დარჩა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მოგვარების ვალდებულება (უკვე 60–სა ვარ, და ვაღიარებ, ახალგაზრდობაში მეც ვერთობოდი, ბებოს ბოსტანში დაკრეფილი „მედიცინსკიზე“ და „პეტნაცატი სეზდის“ დისკოტეკაზე „ამიფეთქებია“ (სოხუმელები გამიგებენ), დღევანდელ თაობას, (მათ შორის 340 000-საც) გააჩნია ეს ვალდებულება, მაგრამ „დაბოლილი“ ამას ვერ შეძლებს, შანსი არ არის. სწორედ ამიტომ, საქართველოს პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა შექმნას შემდგი  საკანონმდებლო სივრცე:

  1. მარიხუანას მოხმარება ლეგალური უნდა გახდეს;
  2. ყოველი საქართველოს მოქალაქე (მათ შორის ორმაგი მოქალაქეობის მქონეც) მომხმარებელი აყვანილ უნდა იქნას აღრიცხვაზე, როგორც საქართველოს მოქალაქე მარიხუანას მომხმარებელი (შემდგომში „მომხმარებელი“);
  3. მომხმარებელს თავისუფლად, შეზღუდვების გარეშე უნდა მიეცეს შესაძლებლობა აფთიაქებში შეიძინოს მისთვის საჭირო და აუცილებელი ოდენობის ულუფა მარიხუანა;
  4. აფთიაქებს მარიხუანა უნდა მიაწოდოს სახელმწიფომ, ანუ მონოპოლია ამ პროდუქტის წარმოებაზე (პირველ ეტაპზე სახელმწიფომ, მოგვიანებით კერძო საწარმოცაა შესძლებელი) სახელმწიფომ უნდა აიღოს ;
  5. საქართველოს მოქალაქე მარიხუანას მოხმარებელზე უნდა გავრცელდეს კანონი „ნარკოტიკების წინააღმედგ ბრძოლის შესახებ“ რომლის მიხედვით ასეთ პირებს არ გააჩნიათ უფლება ატარონ ავტომანქანა, იყარონ კენჭი, ეწეოდნენ საადვოკატო და სამედიცინო საქმიანობას და სხვა .. .. . ანუ დაახლოებით „მეტადონის“ პროგრამაში მყოფთათვის განკუთვნილ უფლებებში უნდა მოექცნენ (ტურისტებზე არავითარი შეზღუდვა, აქიშინონ და გადაიხადონ).
  6. მომხმარებელი აღდგება შეზღუდულ ყველა უფლებაში თუ იგი 6 თვის მანძილზე სათანადო დაწესებულებაში გაივლის ტესტირებას და მის ორგანიზმში მარიხუანას კვალი (72 დღემდე რჩება, მაგ. „ГАЛСКИ» )  საბოლოოდ ამოიშლება (ეს შესაძლებელია, პირადი გამოცდილებიდან ვდებ დასკვნას).

P.S.    პოლემიკა მოსულა, მიუხედავად ცხელი კლიმატისა. „პლანსაც“ დანდობა უნდა. მასაც მისი ადგილი ესაჭიროება საზოგადოებაში. მე როგორც  მის არა მომხმარებლს, მაქვს ისეთივე უფლება ვიცოდე, ვინ რითი კაიფობს. ასევე, გამაჩნია უფლება, სახელმწიფოსაგან დავეზღვიო „დაბოლილი“ მძღოლისაგან მოსალოდნელი საფრთხისაგან. ჩემთვის არ უნდა იყოს გამოცანა, კაიფშია თუ არა საჭესთან მჯდომი პირი. ასეთ თავისუფლების ჩარჩოებში მოქცეულმა პირებმა ცოტათი უნდა ჩაიჩოჩონ. საზოგადოების დანარჩენ ნაწილს ასევე გვაქვს უფლება ვიცოდეთ, შენ ჩემთან მოდიხარ თუ არა ტერიტორიოების  აღსადგენად . .. .. . . მერე კი ისეთი კაიფი გელოდებათ, „ГАЛСКИ» მოსაგონი იქნება.

ზურაბ თოდუა

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close