მსოფლიო

19 წლის გოგონა 53 წლის კაცზე აპირებს დაქორწინებას _ “ის ჩემი ოცნების მამაკაცია”

19 წლის გოგონა მასზე 34 წლით უფროს მამაკაცზე აპირებს დაქორწინებას. ნებრასკელმა მიკაელა მეტსონმა 53 წლის უილიამ მალდერა ონლაინ გაიცნო. გოგონას თქმით, პირველივე ვიდეოჩათის დროს მიხვდა, რომ უილიამი მისი ოცნების მამაკაცი იყო.

მიკაელას მშობლებმა შვილს წინააღმდეგობა გაუწიეს. როდესაც მისი სიყვარულის შესახებ შეიტყვეს, წაართვეს პასპორტი, რომ მის მოსანახულებლად კანადაში, ალბერტაში წასვლა ვერ შესძლებოდა. მშობლებმა გოგონა ფსიქოლოგთანაც წაიყვანეს.

“როდესაც პირველად ვნახე უილიამის ფოტო, მაშინვე ვიფიქრე, რომ ის ძალიან სიმპათიური იყო, მაშინვე მომხიბლა. ძალიან მომეწონა მისი ცხვირი, გამრუდებული, რადგან დედამისმა გაუტეხა ბავშვობის ასაკში. ყველაზე ლამაზი კი უილიამის თვალებია.

თავდაპირველად, არ ვიცოდი ვინ იყო, თუმცა მალე მიიქცია ყურადღება, სულ უფრო მეტს ვსაუბრობდით და საბოლოოდ მივხვდი, რომ მიყვარდა,” – ამბობს მიკაელა.

ის მშობლების წინააღმდეგ წავიდა და საყვარელი ადამიანის მოსანახულებლად კანადაში გაემგზავრა. იმის გამო, რომ პასპორტი დედამ წაართვა, ახლის დამზადება მოუხდა.

წყვილი მალე დაინიშნა, მომავალი წლის აგვისტოში კი დაქორწინებასაც გეგმავენ.

მიკაელას თქმით, წყვილი ხალხს ხშირად მამა-შვილი ჰგონია, თუმცა უილიამი სიამაყით ეუბნება ხოლმე ყველას, რომ გოგონა მისი საცოლეა.

წყარო:ambebi.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close